ბადრიჯანი ფარშითა და პომიდვრით – რესტორნის “ცხელ კეცს” არაფრით ჩამოუვარდება

1051

ფარშიანი ბადრიჯნის მომზადება უმარტივესია – საჭიროა მხოლოდ პროდუქტის ერთმანეთზე დალაგება გარკვეული თანმიმდევრობით. აქვე უნდა გითხრათ, რომ ფარშისთვის შეგიძლიათ არამხოლოდ ღორის, არამედ საქონლის, ქათმისა და ინდაურის ხორცის გამოყენებაც. სასიამოვნო სითბოს გემოსთვის, ჩვენ გამოვიყენეთ წიწაკა ჯალაპენო, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ უფრო ცხარე ჩილი აიღოთ ან უბრალოდ არაფერი დაუმატოთ.

ინგრედიენტები

  • 600 გ ღორის ფარში
  • 2 ც პომიდორი
  • 1 ც წიწაკა ჯალაპენო
  • 2 ც ბადრიჯანი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • ხორცის სანელებელი გემოვნებით
  • მყარი ყველი გემოვნებით
  • 1 ც ხახვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ბადრიჯანი წრეებად და მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ ასე 20 წუთით, რათა ზედმეტი წვენი და სიმწარე გამოვიდეს.

2. სანამ ბადრიჯანი მზადდება, გააკეთეთ ფარშის მარინადი: დახეხეთ ხახვი, დაუმატეთ სანელებლები, მარილი და მოურიეთ. გააჩერეთ 20 წუთით.

3. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი და შეუდექით კოტლეტების დაკვრას(6 ც უნდა გამოვიდეს). დაალაგეთ ისინი საცხობზე, ზემოდან – ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით: 2 რგოლი ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, ჯალაპენო, პომიდორი.

4. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით, თუ იგი დიდია, შეაზილეთ ზეთი და ხორცის სანელებლები. დაალაგეთ საცხობზე კოტლეტებს შორის.

5. აცხვეთ კერძი ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით. დახეხეთ ყველი და მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ პომიდორს.

გემრიელად მიირთვით!