ბადრიჯანი სტაფილოს შიგთავსით – ორიგინალური და უგემრიელესი კერძი

2841

ბადრიჯნისგან ბევრნაირი კერძის მომზადება შეიძლება. გასტრონიმია გთავაზობთ მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კერძის რეცეპტს – ბადრიჯანი სტაფილოს სატენით, უგემრიელესია!

ინგრედიენტები: 

  • ბადრიჯანი – 1,500 გრამი
  • სტაფილო – 300 გრამი
  • ხახვი – 200 გრამი
  • ოხრახუში – 1 ჩაის ჭიქა
  • პამიდვრის წვენი – 1 კილოგრამი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი: 

  1. სტაფილო კარგად გავრეცხოთ ცხელ წყალში და ნახევრად მოვხარშოთ.
  2. თხელი კანი მოვაცილოთ და დავჭრათ წვრილ ჩხირებად. ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან და ოხრახუშთან ერთად, შევანელოთ მარილით. ამით გამოვტენოთ ბადრიჯნები, რომლებსაც წინასწარ ამოვაჭრით შიგა ნაწილს.
  3. შემდეგ ბადრიჯნები ჩავაწყოთ ქვაბში,  მოვაყაროთ მარილი, დავასხათ რამდენიმე კოვზი ზეთი, 1 კილოგრამი ახალი პამიდორის წვენი ან რამდენიმე კოვზ წყალში არეული ტომატი.
  4. შევდგათ გაზქურაზე, ვხარშოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ბადრიჯნები ფრთხილად ამოვალაგოთ, რომ არ დაიშალოს, დავაწყოთ ლანგარზე, ზემოდან მოვასხათ ქვაბში დარჩენილი წვენი. სუფრაზე მივიტანოთ ცივად.