Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ბადრიჯნის წასახემსებელს, რომლითაც სტუმრებს აღაფრთოვანებთ. ბადრიჯნის საუკეთესო რეცეპტია. სუფრიდან წამებში ქრება.
ინგრედიენტები:
- 1 ბადრიჯანი
- 150 გრ ხაჭო
- 0,5 ჭიქა ნიგოზი
- 1 ჩ/კ არაჟანი
- 1 ს/კ სეზამი
- 0,25 ჩ/კ მარილი
- 2 პომიდორი
- 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- 1 კონა ოხრახუში
მომზადების წესი:
1. აუცილებელი ინგრედიენტები მოიმარაგეთ. 1 მსხვილი ბადრიჯანი 10 რულეტისთვის გეყოფათ.
2. ბადრიჯანი ბოსტნეულის საჭრელით თხელ ზოლებად დაჭერით. თუ ძალიან ეცდებით, ამის გაკეთებას ბასრი დანითაც შეძლებთ. საჭრელ დაფაზე დააწყვეთ, მარილი მოაყარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ასე ბადრიჯანი დარბილდება.
3. საცხობ ფორმაზე ანტიმიწვის ხალიჩა დააფინეთ, ბადრიჯანი დააწყვეთ, ფუნჯით ცხიმი წაუსვით და 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბადრიჯანი არ დაიწვას.
4. შიგთავსისთვის თასში მსხვილ სახეხზე გახეხილი ხაჭო მოათავსეთ. დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ.
5. დაქუცმაცებული ოხრახუში და ნიორი დაუმატეთ.
6. არაჟანი მოასხით და აურიეთ. დამარილება საჭირო არაა, რადგან თავად ბადრიჯანს საკმარისი მარილი აქვს.
7. ახლა რულეტის ფორმირებას შეუდექით. ჩაის კოვზით შიგთავსი ბადრიჯნის ზოლს სიგრძის ნახევრამდე წაუსვით. ზემოდან პომიდვრის ნაჭერი დაადეთ. რულეტი დაახვიეთ.
8. თეფშზე სეზამის თესლი, წინასწარ ტაფაზე გამომშრალი, დაყარეთ. მასში რულეტები ამოავლეთ, რომ სეზამი ზედაპირზე მიეკრას.
9. ბადრიჯნის რულეტები სუფრაზე გასატანად მზადაა.
გემრიელად მიირთვით!