პომიდვრის სოუსი მსოფლიოს ყველა სამზარეულოში საპატიო ადგილს იკავებს. ალბათ, ასეთი პოპულარობის საიდუმლო იმაშია, რომ ის საკმაოდ მარტივად მზადება, განუმეორებელი გემო და არომატი აქვს და უამრავ კერძს ხიბლს მატებს. სასიამოვნო ბონუსის სახით ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად, 100 გრ პომიდორი A ვიტამინის დღიურ ნორმას და C ვიტამინის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს.
განუმეორებელი გემო და სარგებელი თითოეულ კოვზში – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? თუ სოუსები გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვისააა.
იტალიური პომიდვრის სოუსი
ინგრედიენტები:
- 2 კგ ახალი პომიდორი ქერქის გარეშე
- 1 სტაფილო
- ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 3 საშუალო ზომის ხახვი (კუბებად დაჭრილი)
- 8 კბილი ნიორი (დაქუცმაცებული)
- 1/3 ჭიქა რეჰანის ახალი ფოთლები (წვრილად დაჭრილი)
- 1 ტოტი ბეგქონდარას ახალი ფოთლები (ან ½ ჩ/კ ხმელი)
- 1 ტოტი ახალი თავშავა (ან 1 ჩ/კ ხმელი)
- 2 დაფნის ფოთოლი
- 2 ტოტი ოხრახუში (ან 1 ჩ/კ ხმელი)
- 1 ჩ/კ ზღვის მარილი
მომზადება:
- დიდ ქვაბში ზეითუნის ზეთი ჩაასხით, საშუალო ცეცხლზე დადგით და კუბებად დაჭრილი ხახვი, ნიორი და საშუალო სახეხზე გახეხილი ნახევარი სტაფილო დაუმატეთ.
- ბოსტნეული 6-8 წუთით შეწვით, სანამ ხახვი გამჭვირვალე და რბილი არ გახდება.
- პომიდორი, დაჭრილი რეჰანის ფოთლები, თავშავას, ბეგქონდარას და დაფნის ფოთლები და ოხრახუში დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ.
- სუსტ ცეცხლზე 2-3 საათით ან მომზადებამდე ხარშეთ (სოუსი სქელი და ერთგვაროვანი უნდა გახდეს).
- მომზადებამდე 30 წუთით ადრე დარჩენილი სტაფილო დაუმატეთ.
- სუფრაზე გატანის წინ ბალახების ტოტები და სტაფილო ამოიღეთ.
სოუსი პასტას, ფრინველის და ხორცის კერძებს შესანიშნავად უხდება. მნიშვნელოვანია: თუ გსურთ, რომ სოუსი სქელი გამოვიდეს – ერთგვაროვანი მასის მისაღებად ბლენდერი არ გამოიყენოთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.