აჭარული ჰალვა – დესერტი, რომელიც პირში დნება

3760

“ჰალვა” არაბული სიტყვაა და ქართულ სამზარეულოში თურქული და აზერბაიჯანული ენებიდან შემოვიდა. ეს დესერტი აჭარის გარდა სამცხე-ჯავახეთსა და საინგილოშიცაა გავრცელებული და ქორწილის თუ ახალი წლის აუცილებელ მშვენებად ითვლება. აჭარული და ინგილოური ჰალვის მომზადების წესი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

მოდით, ერთად შევუდგეთ აჭარული ჰალვის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • სიმინდის ფქვილი -350 გ
  • ხორბლის ფქვილი – 350 გ
  • კარაქი 82%-იანი ცხიმიანობით -300 გ
  • შაქარი – 550 გ
  • წყალი – 200 მლ

მომზადების წესი:

  1. სიმინდისა და ხორბლის ფქვილი ერთმანეთში შეურიეთ. დიდ ტაფაზე გაადნეთ კარაქი დაბალ ცეცხლზე, ზედ დააცერით ფქვილი და ნელა, თანაბრად ურიეთ, სანამ მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს და სასიამოვნო სუნს არ გამოუშვებს.
  2. 250 გ შაქარი შეურიეთ კარაქიან მოხალულ ფქვილში და კარგად ამოზილეთ. დარჩენილი შაქარი ჩაყარეთ წყალში, რაც შეიძლება კარგად გახსენით, ჩაასხით ფქვილიან ტაფაში და კვლავ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან. გაგრილების შემდეგ 20 ნაწილად დაყავით და მიეცით ბურთების ფორმა. შედგით მაცივარში 5-6 საათით.
  3. სუფრასთან მიტანამდე ამოავლეთ დარჩენილ 50 გრამ შაქარსა და ან თაფლში.

ტკბილი ჰალვა მზადაა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.