აფხაზურა – ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძი

2550

“გასტრონომია” გთავაზობთ შინაურ პირობებში თავად მოამზადოთ ქართული სამზარეულოს ნამდვილი შედევრი – აფხაზურა.

ინგრედიენტები

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 400 გრ ხახვი
  • 2 ჩ.კ. ზაფრანა
  • 1 კგ ბადექონი
  • 300 გრ თირკმლის ქონი
  • 25 გრ ქონდარი
  • 3,5 ჩ.კ. მარილი
  • 25 გრ ძირა
  • 15 გრ წითელი წიწაკა
  • 25 გრ უცხო სუნელი
  • 75 გრ დანაყული ნიორი

მომზადება

  1. საქონლის და ღორის ხორცი, თირკმლის ქონი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. დაამატეთ სუნელები, მარილი, დანაყული ნიორი.
  3. გარეცხეთ ბადექონი და გამტარ წყალს შეუდგით 2 საათით. შემდეგ გააშრეთ.
  4. გაშალეთ ბადექონი და დაჭერით 15-15 სანტიმეტრიან კვადრატებად.
  5. კარგად მოურიეთ ფარშს და სველი ხელებით შექმენით 150 გრამიანი ბურთულები.
  6. სათითაოდ მოათავსეთ ფარში ბადექონში, შეახვიეთ და ოდნავ დააბრტყელეთ.
  7. შეწვით ტაფაზე, კეცზე ან ღუმელში დაბრაწვამდე.
  8. აფხაზურას ძალიან უხდება ტყემალი.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!