“გასტრონომია” გთავაზობთ შინაურ პირობებში თავად მოამზადოთ ქართული სამზარეულოს ნამდვილი შედევრი – აფხაზურა.
ინგრედიენტები
- 1 კგ საქონლის ხორცი
- 1 კგ ღორის ხორცი
- 400 გრ ხახვი
- 2 ჩ.კ. ზაფრანა
- 1 კგ ბადექონი
- 300 გრ თირკმლის ქონი
- 25 გრ ქონდარი
- 3,5 ჩ.კ. მარილი
- 25 გრ ძირა
- 15 გრ წითელი წიწაკა
- 25 გრ უცხო სუნელი
- 75 გრ დანაყული ნიორი
მომზადება
- საქონლის და ღორის ხორცი, თირკმლის ქონი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- დაამატეთ სუნელები, მარილი, დანაყული ნიორი.
- გარეცხეთ ბადექონი და გამტარ წყალს შეუდგით 2 საათით. შემდეგ გააშრეთ.
- გაშალეთ ბადექონი და დაჭერით 15-15 სანტიმეტრიან კვადრატებად.
- კარგად მოურიეთ ფარშს და სველი ხელებით შექმენით 150 გრამიანი ბურთულები.
- სათითაოდ მოათავსეთ ფარში ბადექონში, შეახვიეთ და ოდნავ დააბრტყელეთ.
- შეწვით ტაფაზე, კეცზე ან ღუმელში დაბრაწვამდე.
- აფხაზურას ძალიან უხდება ტყემალი.
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!