ატმისა და ქოქოსის მარტივი, სუპერ-მსუბუქი ღვეზელი

1134

თუ დაბრაწულ, ფაფუკ  ღვეზელებს გულგრილად ვერასოდეს უვლით გვერდს, ესე იგი ეს მარტივი რეცეპტი სათქვენოა. ასე მომზადებული ღვეზელი გამოდის ჰაეროვანი და სუპერ–მსუბუქი.

ინგრედიენტები: 

  • 200 გ შაქარი
  • 125 გ ქოქოსის ფანტელი
  • 75 გ ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 250 მლ რძე
  • 250 მლ ქოქოსის რძე
  • 4 დიდი კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 125 გ კარაქი, გამდნარი
  • 2 ჩაის კოვზი წმინდად გახეხილი ლიმონის ცედრა
  • 400 გ დაკონსერვებული ატამი, შუა-შუა გაჭრილი, გადაწურული და მსხვილად დაჭრილი
  • 40 გ ნუშის ფანტელი
  • ათქვეფილი ნაღები – სუფრაზე მისატანად

ულუფა: 6-8

მომზადება: 15 წუთი

ცხობა: 40-45 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
  2. მოუსვით ცხიმი 23 სმ დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას.
  3. შაქარი, ქოქოსი, ფქვილი და დარიჩინი საშუალო ზომის ჯამში კარგად შეურიეთ.
  4. ცალკე ათქვიფეთ რძე, ქოქოსის რძე, კვერცხი, კარაქი და ლიმონის ცედრა. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და დაჭრილი ატამი. კარგად მოურიეთ.
  5. მომზადებული ცომი ყალიბში გადაიტანეთ და მოაყარეთ ნუში.
  6. აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  7. სუფრაზე მიიტანეთ ათქვეფილ ნაღებთან ერთად.