ასეთი დანამატით ქათმის ღვიძლისგან მიიღებთ განუმეორებელ კერძს

828

ქათმის ღვიძლი სოკოთი, რომელსაც 20 წუთში მოვამზადებთ. მარტივი ინგრედიენტები და მარტივი ხერხები.

20 წუთში მომზადებული ვახშამი გაგილამაზებთ საღამოს დაღლილი დღის შემდეგ.

ქათმის ღვიძლი, მართლაც უნივერსალური და გემრიელი ინგრედიენტია. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სენდვიჩის შიგთავსი, ძალიან უხდება მაკარონს და არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის.

ინგრედიენტები

  • 400გ ქათმის ღვიძლი
  • 300გ სოკო
  • 1 ცალი ხახვი
  • 150გ მდნარი ყველი
  • 250მლ რძე
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწვანილი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ხახვი მრგვლად. მოთშეთ ზეთში 2 წუთი.

2.გახეხეთ ყველი.

3.დაჭერით ღვიძლი წვრილად. გულდასმით გაასუფთავეთ ღვიძლი, რათა არ გაყვეს ნაღველი. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძს ექნება მწარე გემო.

4.მოთუშულ ხახვს დაუმატეთ 300გ სოკო. პატარა ზომის სოკო შეგიძლიათ არ გაჭრათ. მოთშეთ 3-5 წუთი, აუცილებლად მოურიეთ.

5.დაუმატეთ ყველი და რძე ტაფაზე არსებულ მასას.

6.როცა ტაფაზე რძე ადუღდება, დაუმატეთ ღვიძლის მასა და მოთუშეთ 7 წუთი.

7.დაჭერით მწვანილი და ნიორი.

გემრიელად მიირთვით!