არსოდეს მიყვარდა ბადრიჯანი, მაგრამ როდესაც მეგობარმა ამ რეცეპტით მოამზადა, ცდუნებას ვერ გავუძელი

2860

მნიშვნელობა არ აქვს გიყვართ თუ არა ბადრიჯანი. ასე მომზადებული ბადრიჯანი, აუცილებლად მოგეწონებათ.

საჭირო მასალა:

  • ბადრიჯანი- 2-3 ცალი
  • ოხარახუში- 20გ
  • ძირა- 2ჩ.კ
  • ორცხობილა- 1-2 ს.კ
  • დაფქული შავი წიწაკა
  • ტომატის პასტა-350გ
  • ნიორი-2-3 კბილი
  • ხახვი- 2ცალი
  • მწვანე ხახვი- 10გ
  • აჯიკა- 1ს.კ
  • მარილი- გემოვნებით
  • ბულგარული- 1ცალი
  • ორეგანო- 1 მწიკვი
  • საქონლის ფარში- 350გ

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი გარეცხეთ და თხლად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და ცოტა ხანს გააჩერეთ.
  2. ხორცი ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცაკეპში. დაუმატეთ 10 გ წვრილად დაწრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი, აჯიკა, 1 ჩ.კ ძირა, ორცხობილა, მარილი და პ ილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  3. ბადრიჯანს გადაავლეთ წყალი და ოდნავ შეაშრეთ. შემდეგ კი შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.
  4. ხელით აიღეთ ფარშის პატარა გუნდა და ბადრიჯანში გაახვიეთ რულეტივით.
  5. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მასზე ბადრიჯნის რულეტები.
  6. 1 თავი ხახვი დაჭერით რგოლებად და მოთუშეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და თუშეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ტაფაზე ტომატის პასტა და ყველაფერი ერთად თუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
  7. ბოლოს დაამატეთ 1 ჩ.კ ძირა, 10 გ დაჭრილი ოხარხუში, ნიორი, ორეგანო და კარგად აურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  8. მიღებულ მასაშ ჩააწყვეთ ბადრიჯნები და დატოვეთ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.