არაჟნის უგემრიელეს სოუსში ჩაწყობილი ქათმის ფილეს რულეტები, სოკოსა და ყველის შიგთავსით

2554

გურმანებო ეს სწორედ ის რეცეპტია, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ! რადგან ძალიან ხშირად მოგიწევთ მომზადება, მისი განუმეორებელი გემოს წყალობით.

ინგრედიენტები: 

  • ქათმის ფილე – 4 ც
  • სოკო (ახალი ან გაყინული) – 200 გ
  • მაგარი ყველი – 4 ს.კ.
  • ხახვი – 1 ც
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი ან კარაქი – 100 გ
  • არაჟანი – 200 გ
  • ნიორი – 5 კბილი
  • კამა (ახალი დაჭრილი) – 2 ს.კ.

მომზადების წესი:

  1. ქათმის მკერდი დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

2. სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე, მოვაყაროთ ცოტა მარილი და შავი პილპილი. მსუბუქად მოვთუშოთ.

3. სოუსი: ჯამში ჩავასხათ არაჟანი, დავუმატოთ ნიორი და კამა, კარგად ავურიოთ.

4. ქათმის მკერდზე დავალაგოთ უკვე მოთუშული სოკო ხახვით, მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

5. გადავახვიოთ რულეტივით. დავამაგროთ კბილის ძაფით.

6. შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

7. უკვე დაბრაწული რულეტები ჩავალაგოთ ქვაბში, ან ღრმა ტაფაში სადაც ჩასხმული იქნება არაჟნის სოუსი.

8. დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით.

სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად. გემრიელად მიირთვით!