ეს მარტივი ნამცხვარი საყვარელი და საოჯახო დესერტია. მიირთვით თბილი, 1-2 კოვზ ვანილის ან შოკოლადის ნაყინთან ერთად, შეგიძლიათ ეს უკანასკნელი ბერძნული იოგურტით ჩაანაცვლოთ.
ინგრედინტები:
ტოპინგი
- 60 გ მარილიანი კარაქი (დარბილებული)
- 50 გ შაქარი
- 7-10 ანანასის რგოლი (დაკონსერვებული, წვენით)
- 7-10 დაშაქრული ალუბალი (უკურკო) გასაფორმებლად
ბისკვიტი
- 120 გ მარილიანი კარაქი ( დარბილებული)
- 100 გ შაქარი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 2 კვერცხი
- ვანილის ან შოკოლადის ნაყინი ან ბერძნული იოგურტი
ულუფა: 6-8
მომზადება: 20 წუთი
ცხობა: 30-35 წუთი
მომზადების წესი:
- ტოპინგი. ღუმელი 180 გრადუსზე (გაზ 4)-ზე გააცხელეთ.
- კარაქი და შაქარი გათეთრებამდე და კრემისებური მასის მიღებამდე თქვიფეთ.
- ანანასის რგოლები საცხობი ფორმის (20 სმ) ძირში ლამაზად დაალაგეთ, თითოეული რგოლის გულში კი ალუბალი მოათავსეთ.
- ბისკვიტი. კარაქი, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და კვერცხი ჯამში მოათავსეთ. დაამატეთ 2 ს/კ ანანასის წვენი. მიქსერით ან ხის კოვზით ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
- ეს მასა საცხობ ფორმაში მოთავსებულ ანანასის თავზე თანაბრად გაანაწილეთ.
- აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
- ფორმაში გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ თეფშზე ამოაბრუნეთ.
- ნამცხვარი თბილი მიირთვი, 1-2 კოვზ ვანილის ან შოკოლადის ნაყინთან ერთად.