„ხუთ წუთიანი“ სალა – ვხარშავთ 5 წუთით და ვჭამთ 5 წუთში!

4220
„ხუთ წუთიანი“ სალა - ვხარშავთ 5 წუთით და ვჭამთ 5 წუთში!
„ხუთ წუთიანი“ სალა - ვხარშავთ 5 წუთით და ვჭამთ 5 წუთში!

ღორის სალა კანქვეშა ცხიმის სქელი ფენა არის, სადაც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ცხიმის მწველი ვიტამინები და ანტიოქსიდანტები გროვდება. სალა დიდი რაოდენობით A,D,E ვიტამინებს, ასევე კაროტინს შეიცავს. სალას შემადგენლობაში არის არაქიდონური მჟავა, სწორედ ის ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში და იმუნიტეტს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, ვირუსების პერიოდში მისი მოხმარება აუცილებელი არის.

გთავაზობთ დაუმსახურებლად დავიწყებულ სალას მარინადის რეცეპტს. ამ გზით შეგიძლიათ როგორც სალის, ასევე ხორცის მარინადის გაკეთება. სწრაფად და გემრიელად!

სალას მარინადი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის სალა
  • 1 ლ წყალი
  • 1 თავი ნიორი
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 4 ს/კ მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.თითოეულ კგ სალაზე 1 ლ წყალი გამოიყენეთ. წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგით, სანელებლები და მარილი დაუმატეთ.

2.სანამ მარილწყალი ადუღდება, სალა მოამზადეთ. გარეცხეთ და კანი დანით გაასუფთავეთ.

3.სუფთა სალა მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.

4.როცა წყალში მარილი გაიხსნება, მარილწყალში სალა ჩადეთ.

5.თავსახური დაახურეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

6.როგორც კი სალა მარილწყალში ადუღდება, ქაფი მოაშორეთ, ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 5 წუთი ადუღეთ.

7.როცა სალა მოიხარშება, პირდაპირ ქვაბში ნიორი ჩაჭყლიტეთ.

8.თავსახური დაახურეთ და ცივ ადგილას 12 საათით შეინახეთ.

„ხუთ წუთიანი“ სალა შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ, ან ერთ ღამეში მიირთვათ. სალა ნაზი, კანი რბილი, გემო კი შეუდარებელი იქნება. მზა სალას შეგიძლიათ წიწაკა მოაყაროთ.