ამ რულეტს ბებია მიმზადებდა, ახლა მე მას ჩემს შვილებს ვუმზადებ

721

ბავვშვობაში ყოველ არდადაგებს ბებიასთან სოფელში ვატარებდი. ბებია მუდამ მანებივრებდა გემრიელობებით. მე არასდროს არ მიყვარდა ცხიმიანი საჭმელი, უფრო სწორად ვერ ვიტანდი, ამიტომ ბებიაჩემმა ასეთი ხერხი მოიფიქრა ჩემთვის. მან ღორის და ქათმის რულეტი მოამზადა ღუმელში.

ჩემს შვილებს დღმდე ვუმზადებ ამ რულეტს, ისინი გიჟდებიან მასზე.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 400გ
  • ქათმის ფილე 400გ
  • ნიორი 3-4 კბილი
  • მდოგვის კაკლები 5გ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.თხლად დაჭერით ორივე სახის ხორცი. დააფარეთ პაკეტი და დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები. დაელოდეთ 30 წუთი.

2.პერგამენტზე მოათავსეთ ღორის ხორცის ნაჭერები, მოახეხეთ ნიორი, მოაყარეთ მდოგვის კაკლები.

3.ზემოდან გადააფარეთ ქათმის ფილე და დაახვიეთ რუკეტისებურად, შეახვიეთ პერგამენტში.

4.მჭიდროდ შეკარით ძაფებით და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 1,5 საათი. რულეტი პრესის ქვეში მოათავსეთ 4 საათი, ამისთვის გამოგადგებათ 3ლ ქილა ან წყლით სავსე ბოთლი.

გემრიელად მიირთვით!