ამ რეცეპტით დამწნილებული მწვანე წიწაკა მუდამ იდეალური გამოდის

10403

ჩვენი ოჯახი მწნილების დიდი მოყვარულია. განსაკუთრებული პოპულარობით კი მწვანე წიწაკის მწნილი სარგებლობს. ამიტომაც, ყოველ წელს წიწაკის სეზონზე აუცილებლად ვამზადებთ მწვანე წიწაკის მარინადს. ის მუდამ იდეალური გამოდის ამ რეცეპტით მომზადებული. გიზიარებთ თქვენც…

ინგრედიენტები:

  • მწვანე წიწაკა 3 კგ
  • მარილი 3 სუფრის კოვზი
  • ნიახური 200  გ
  • კამა 100 გ
  • ნიორი 5-6 კბილი
  • ალუბლის ფოთოლი 5-6 ცალი

მომზადების წესი:

  1. მწვანე არაცხარე წიწაკა გავრეცხოთ, გავჭრათ წვეროებზე და გავფინოთ ჰაერზე, გადავაფაროთ მარლა და დავტოვოთ ორი დღე.
  2. ცალკე მოვთუთქოთ ნიახური. გამზადებული მომჭკნარი წიწაკა მჭიდროდ ჩავტენოთ სამლიტრიან მინის ქილაში, თან ჩავაყოლოთ მოთუთქული ნაიხური, ალუბლის ფოთლები, კამა, ნიახური. თავზე მოვაყაროთ მარილი.
  3. დავასხათ ნიახურის ნახარში და დავახუროთ.
  4. თუ მწნილი შესანახად გვინდა, დავუმატოთ 1 ღვინის ჭიქა ძმარი და 20-წუთიანი სტერილიცაზიის შემდეგ მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით!