ძალიან გემრიელი ნამცხვარი. ყველაფერი ისე, როგორც გვიყვარს – თხელი და უგემრიელესი ცომი.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- 250გ ფქვილი
- 125გ კარაქი
- 50გ შაქრის ფხვნილი
- 20გ წყალი
- მწიკვი მარილი
შიგთავსისთვის
- 750გ მწვანე ვაშლი
- 1 ლიმონის წვენი
- 75გ არომატული ვაშლის წვენი
- 125გ შაქარი
- 3გ დაფქული დარიჩინი
- 65გ წყალი
- 65გ კარტოფილის სახამებელი
მომზადება
- მოვამზადოთ ფხვიერი ცომი.
- რბილი კარაქი ათვიფეთ შაქრის ფხვნილთან და მარილთან ერთად.
- მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ.
- დაელოდეთ 30 წუთი.
- ვაშლის წვენს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოათავსეთ ცეცხლზე და წამოადუღეთ.
- წვენს დაუმატეთ შაქარი, დარიჩინი და წყალში გახსნილი სახამებელი.
- მისი დამატების შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან სიროპი.
- სახამებელი არ უნდა ადუღდეს.
- ოდნავ შესქელებული სიროპი მოასხით ვაშლს.
- 2/3 ცომი გააბრტყელეთ (აუცილებლად გამოიყენეთ ორი ფენა ქაღალდი), მოათავსეთ ფორმაში, ამოიყვანეთ კუთხეები.
- მოათავსეთ ვაშლის შიგთავსი, დარჩენილი ცომის მესამედი გაეხეთ და მოაყარეთ ვაშლს.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.
- გაგრილების შემდეგ დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!