ამზადებს ბოშა ქალი: ასეთი კარტოფილი არასოდეს გაგისინჯავს

2110

კარტოფილისგან რამდენი კერძის მომზადება შეგიძლიათ? უამრავი რეეპტი არსებობს, და ერთი შეხედვით, კიდევ რა უნდა მოამზადო ამ ბანალური ბოსტნეულისგან, რომ ვინმე გააოცო. მაგრამ რაღაც მაგიური ძალებით, ასეთი რეცეპტები ჩნდება და დღეს ჩვენ ერთ-ერთი მათგანი აღმოვაჩინეთ.

„გასტრონომია“ გთავაზობთ კარტოფილის რეცეპტს, რომელიც ერთმა ბოშა ქალმა გაგვიზიარა. ფანტასტიკური კერძი გამოდის!

ინგრედიენტები

  • 700 გრ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1 ჩ.კ. წითელი დაფქული პილპილი
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 50 გრ სოიოს სოუსი
  • 50 მლ ზეთი
  • 20 გრ მწვანილი

მომზადება

1. დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო სპეციალური სახეხით, ისე როგორც კორეული კერძებისთვის. ხახვი დაჭერით რგოლებად.

2. მოთუშეთ ზეთში ხახვი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სტაფილო და კიდევ 2-3 წუთი თუშეთ, მუდმივად ურიეთ.

3. როდესაც სტაფილო ოდნავ შეწითლდება, დაამატეთ კარტოფილი. შეწვით 5 წუთის განმავლობაში, მუდმივად ურიეთ. როდესაც კარტოფილი მომზადდება, დაამატეთ ბულგარული წიწაკა. მოურიეთ და კიდევ 1 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. დაუმატეთ სუნელები. შეურიეთ სოიოს სოუსი და ძმარი, დაასხით კერძს, შემდეგ დაუმატეთ პილპილი და კარგად მოურიეთ.

4. კარტოფილი თითქმის მზადაა. დააფარეთ თავსახური  დატოვეთ ცეცხლზე 2 წუთი. მოაყარეთ საყვარელი მწვანილი და გემრიელად მიირთვით.

აი ასეთი მარტივი რეცეპტია გემრიელი კარტოფილის მოსამზადებლად. ძალიან სწრაფად მზადდება და არომატული და უგემრიელესი კერძი გამოდის. ჩვეულებრივი კარტოფილის შესანიშნავი ალტერნატივაა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!