ალუბლის ტორტი არაჟნის კრემით ნამდვილად გაგილამაზებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.
ინგრედიენტები
- 4 ფენა ლავაში
- 660მლ არაჟანი 30%
- 370გ მოხარშული შედედებული რძე
- 500გ ალუბალი
- 60გ შოკოლადი დეკორისთვის
მომზადება
1.კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ არაჟანი და მოხარშული შედედებული რძე.
2.გამოწურეთ ალუბალი.
3.ლავაშის ფირფიტები დაჭერით 4 ნაწილად. თითოეულზე მოათავსეთ ალუბალი და დაახვიეთ რულეტისებურად. უნდა გამოგივიდეთ 16 რულეტი.
4.თეფშს წაუვით კრემი და ზემოდან მოათავსეთ რულეტები (5 ცალი). გაიმეორეთ იგივე.
ტორტი ყველა მხრიდან დაფარეთ კრემით.
შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.
5.მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!