ალუბლის სქელი მურაბა

912

ალუბლის ჯემი განსაკუთრებულად მიყვარს საუზმეზე. ალუბალს ვაცლი თესლს, მაგრამ ფორმას მაინც ინარჩუნებს. საიდუმლო მომზადების ტექნიკაშია.

ასეთი შედეგის მისაღწევად თავდაპირველად უნდა მოვამზადოთ სიროფი. შაქრის მასის და ალუბლის წვენის ნაზავი. თქვენ მიიღებთ სასარგებლო მურაბას.

ინგრედიენტები

  • ალუბალი 1,5კგ
  • შაქარი 1კგ
  • ალუბლის წვენი 120გ

მომზადება

1.გადაარჩიეთ ალუბალი, გარეცხეთ. ფრთხილად მოაცილეთ თესლი.

2.აიღეთ 200გ ალუბალი და გამოწურეთ. პიურე გადაიტანეთ მარლაში და გამოწურეთ.

3.ქვაბში მოათავსეთ მიღებული წვენი, ალუბალი და შაქარი. ეცადეთ არ დაჭყლიტოთ. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

4.ნელ-ნელა დაუმატეთ ალუბალი და შაქარი, გაიმეორეთ პროცედურა. ბოლო ულუფის დამატების შემდეგ მოხარშეთ შაქრის გალღვობამდე.

5.მურაბა გადაანაწილეთ ქილებში და შეფუთეთ, გადმოაბრუნეთ ქილები და დაელოდეთ 24 საათი.

ასეთი მურაბის შემანხვა მაცივრის გარეშეც შეგიძლიათ.

გემრიელად მიირთვით!