ბოსტნეულის ღვეზელი ძალიან სასარგებლოა. მისი მირთმევა სუპთან ერთადაც შესაძლებელია. გამოიყენეთ ყველაფერი, რაც მაცივარშია: კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ხახვი, გოგრა, კარტოფილი, ხახვი, გრეილერი და სხვა მრავალი. გარდა ამისა, ბოსტნეულის ღვეზელი გამოიყურება გემრიელად და ძალიან ორიგინალურია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ამ რეცეპტით მზადდება.
ეს უჩვეულო ღვეზელი აუცილებლად დაამშვენებს თქვენს დღესასწაულს! ასე, რომ აირჩიეთ ბოსტნეული და დაიწყეთ მომზადება.
მასალები:
- ხორბლის ფქვილი – 300 გ
- კარაქი – 150 გ
- კვერცხი – 6 ცალი
- კრემი – 350 მლ
- მყარი ყველი – 200 გ
- ბულგარული წიწაკა – 2 ცალი
- ბადრიჯი – 3 ცალი
- სტაფილო – 3 ცალი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ღვეზელის გამოსაცობათ გაადნეთ კარაქი, აურიეთ ერთი კვერცხი, მარილი. თანდათანობით დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. 2.
- საცხობ ტაფაზე გადაუსვით კარაქი. ცომი თანაბტად გადაანაწილეთ მთლიანად.
- ამ კერძს საიდუმლო მის სილამაზეშიცაა. ამისათვის გამოიყენეთ დანა. ბოსტნეული მრგვლად და თანაბრად დაჭერით.
- დააწყეთ დაჭრილი ბოსტნეული თანაბრად, როგორც კიდეებზე, ასევე ცენტრში.
- გატეხეთ 5 კვერცხი, კრემი, მარილი გემოვნებით და დაამატეთ ყველი.
- მიღებული მასა დაუმატეთ ბოსნეულის ღვეზელს.
- დაფარეთ ის ფოლგით და ერთი საათის განმავლობაში, 180 გრადუსზე შედგით ღუმელში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და ღუმელში კიდევ 30 წუთით დატოვეთ.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კერძი რაც მე ოდესმე მინახავს. მისი მომზადება არ საჭიროებს სპეციალურ კულინარიულ უნარებს. თუ თქვენ გაქვთ ცოტა დრო და სურვილი, აუცილებლად გამოგივათ. გაუზიარეთ მეგობრებსაც.