ცხობის გარეშე. ნაზი ლიმონის ფუნჩულა ყაყაჩოს თესლით

258

წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ერთ დღეს ლიმონის ფუნჩულას სახლში გავაკეთებდი. ადრე დესერტს საკონდიტროში ვყიდულობდი, ახლა სახლში მარტივად ვაკეთებ. ბევრად გემრიელი გამოდის. აღმოჩნდა, რომ რთული არაფერია.

ფუნჩულა ყაყაჩოთი ყველაზე მეტად მიყვარს. ეს ცომეული სხვადასხვა შიგთავსით შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, ჯემით, მურაბით, შესქელებული რძით, შოკოლადის პასტით. გემოვნებით აირჩიეთ და საქმეს შეუდექით. ცომი რბილი და ნაზი გამოდის, შიგთავსის გარეშეც შეგიძლიათ გააკეთოთ.

როგორ მოვამზადოთ ნაზი ლიმონის ფუნჩულა ყაყაჩოს თესლით

უდავოდ, შიგთავსიანი ფუნჩულას ერთ–ერთი ხიბლი მსუბუქი ციტრუსის გემოა. თუ ლიმონი არ გიყვართ, ცომს წვენი და ცედრა არ დაუმატოთ. მაინც გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხორბლის ფქვილი
  • 700 მლ რძე
  • 10 გ ვანილი
  • 100 გ კარაქი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს/კ მურაბა
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 50 გ საფუარი
  • 145 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 4 კვერცხის გული
  • 100 გ ყაყაჩოს თესლი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გაცრილ ფქვილს მარილი, 120 გ შაქარი და ვანილი დაუმატეთ.

2. დარჩენილ შაქარს საფუარი და ცოტა თბილი რძე დაუმატეთ და აურიეთ.

3. მშრალ ინგრედიენტებში ორმო გააკეთეთ, საფუარის ნარევი, კვერცხის გული, ლიმონის ცედრა, რბილი კარაქი და ლიმონის წვენი ჩაასხით. ცომი მოზილეთ.

4. ცომის მოზელისას პორციებად რძე დაუმატეთ (შიგთავსისთვის 100 მლ რძე დაიტოვეთ). მზა ცომს პარკი დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ. ამ დროში ცომი 1–2–ჯერ ჩაზილეთ.

5. ყაყაჩოს ცხელი რძე დაასხით, აურიეთ და დროებით გააჩერეთ.

6. ყაყაჩოს შიგთავსს მურაბა და დარჩენილი შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.

7. სამუშაო ზედაპირს ზეთი წაუსვით, ცომი გადაიტანეთ, ნაჭრებად დაყავით და თითოეული დააგუნდავეთ.

8. ცომის ბურთები გააბრტყელეთ, ცენტრში ყაყაჩოს შიგთავსი დაუმატეთ. კიდეები შეკარით და ბურთები გააკეთეთ. ფუნჩულებს პირსახოცი დააფარეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

9. მზესუმზირის ზეთი ტაფაზე ან ქვაბში გააცხელეთ და ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

10. ცივ ფუნჩულებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ფუნჩულების მოსამზადებლად ღუმელის ჩართვა საჭირო არაა. მხოლოდ ტაფა დაგჭირდებათ. სიტყვაზე, შემწვარი დესერტი ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. ჩაიდანი დაადგით და ოჯახის წევრები სუფრაზე მოიწვიეთ. გარწმუნებთ, ყველა ფუნჩულა გაქრება!