ავოკადოს გარმონი მექსიკურად

599

მექსიკური სამზარეულო ნამდვილად ჩემი სუსტი წერტილია. მაგრამ საოცარი კერძის დასაგემოვნებად არ არის საჭირო მექსიკაში გამგზავრება, დიახაც მისი მომზადება სახლშიც, თქვენს სამზარეულოშიც შეგიძლიათ.

ჩვენი რედაქციის დახმარებით, დღეს თქვენ მექსიკის კულინარიულ მწვერვალზე ახვალთ, გპირდებით მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • ხახვი 0,25 ცალი
  • საქონლის ფქრში 250გ
  • წითელი დაფქული წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ძირა 0,5 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • დაკონსერვებული სიმინდი 3 სუფრი კოვზი
  • ავოკადო 2 ცალი
  • ყველი 150გ
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში 2 სუფრის კოვზი
  • პომიდორი ჩერრი და არაჟანი გემოვნებით

მომზადება

  1. ხორცი დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპში. მოთუშეთ ზეთში.
  2. ნახევრად მომზადებულ ფარშს დაუმატეთ ხახვი. მოურიეთ, მოაყარეთ წითელი წიწაკა, ძირა, მარილი და ნივრის ფხვნილი.
  3. დაუმატეთ სიმინდი და ცეცხლზე დატოვეთ 2-3 წუთი.
  4. გაასუფთავეთ ავოკადო, მოასხით ლიმონის წვენი.
  5. დაჭერით ავოკადო ისე, როგორც ფოტოზეა. ჩაჭრილ ადგილებში მოათავსეთ ყველი და დაჭრილი მოცარელა.
  6. მოაყარეთ ზემოდან ფარში, პომიდორი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!