ჰაეროვანი ღვეზელი ნაზი მოხარშული კრემით

241

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ჰაეროვანი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც პირველივე ჩაკბეჩაზე თქვენი და თქვენი სტუმრების გულს დაიპყრობს.

ცომის ინგრედიენტები:

  • 380-400 გრ ხორბლის ფქვილი
  • 5 გრ მშრალი ან 15 გრ ახალი საფუარი
  • 200 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 75 გრ შაქრის ფხვნილი
  • 15 გრ მშრალი რძე (ან ხსნადი ნაღები ყავისთვის)
  • 40 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

კრემის ინგრედიენტები:

  • 350 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 2 ს/კ სახამებელი
  • 4 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 40 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. რძე ოდნავ შეათბეთ (გაცხელება საჭირო არაა). საფუარი, შაქრის ფხვნილი და ცოტა ფქვილი დაუმატეთ. თბილ ადგილას გაიტანეთ.
  2. როცა საფუარი დაბუშტვას დაიწყებს, კვერცხი დაუმატეთ.
  3. ყველა მშრალი ინგრედიენტი (ფქვილი, მშრალი რძე ან ნაღები, მარილი) აურიეთ.
  4. თანდათან საფუარის მასას ფქვილის მასა დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  5. კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ. ცომს დაუმატეთ და კვლავ მოზილეთ.
  6. წებოვანი ცომი გამოვა, მაგრამ მეტი ფქვილი არ დაუმატოთ. პირსახოცი გადააფარეთ და თბილ ადგილას 2 საათით გააჩერეთ.
  7. ამოსული ცომი ჩაზილეთ.
  8. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი 15 რგოლად დაყავით.
  9. რგოლები 12-15 სმ დიამეტრად გააბრტყელეთ, თითოეულის ცენტრში 1 ჩაის კოვზი კრემი ჩადეთ. ღვეზელის ფორმა მიეცით, კუთხეები კარგად შეკარით.
  10. დარჩენილი ცომი ზოლებად დაჭერით და ამით ღვეზელები გააფორმეთ.
  11. საცხობ ფორმას ქაღალდი დააფინეთ, მასზე ღვეზელები გადაიტანეთ და 20 წუთით გააჩერეთ. ღვეზელებს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით.
  12. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 15 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ. მზა ღვეზელს პირსახოცი დააფარეთ და 10-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  13. მოხარშული კრემის მოსამზადებლად სახამებელი თბილ რძეში გახსენით, კვერცხის გულები, შაქრის ფხვნილი და ვანილი დაუმატეთ, საშუალო ცეცხლზე დადგით, მუდმივად აურიეთ, სანამ არ გასქელდება. გააგრილეთ. რბილი (არა გამდნარი) კარაქი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  14. გემრიელად მიირთვით!