ჰაეროვანი პეროგი ბანანით ტაფაზე მომზადებული! ცომი მხოლოდ 1 კვერცხით მზადდება

1269

Gastronomia.ge-ს რედაქცია პეროგის მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც ღუმელი არ სჭირდება, რადგან ტაფაზე მზადდება. აუცილებელი არაა ბანანით მოამზადოთ, თუ არ გიყვართ. ბანანი შეგიძლიათ ვაშლით ჩაანაცვლოთ. პეროგი ნებისმიერ შემთხვევაში ღვთაებრივად გემრიელი გამოდის!

ინგრედიენტები:

  • 80 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 150 მლ რძე
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 60 გრ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
  • 150 გრ ფქვილი
  • 3 ჩ/კ შაქარი კარამელისთვის
  • 2 ბანანი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში კვერცხი ჩატეხეთ, მწიკვი მარილი, ჩვეულებრივი შაქარი დაუმატეთ და სათქვეფით ათქვიფეთ.

2. ახლა ვანილის შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.

3. შემდეგ რძე ჩაასხით.

4. ახლა მცენარეული ზეთი დაუმატეთ. შეგიძლიათ გამდნარი კარაქი გამოიყენოთ.

5. ფქვილს საცხობი ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ.

6. ფქვილის მასა თხევად ნარევს დაუმატეთ და ცომი სწრაფად მოზილეთ.

7. კურკუტების მოშორებამდე კარგად აურიეთ.

8. სქელძირიანი ტაფა აიღეთ და რბილი კარაქი წაუსვით.

9. ტაფის ძირს შაქარი მოაყარეთ. 3 ჩ/კ შაქარი დაგჭირდებათ. მოგვიანებით კარამელი გახდება.

10. ბანანი ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე შაქრის ზემოთ მოათავსეთ.

11. თუ პეროგს ვაშლით ამზადებთ, მსხვილი ზომის ნაჭრებად დაჭერით.

12. ხილს ზემოდან ცომი დაასხით და ნიჩბით გაათანაბრეთ.

13. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით.

14. 40 წუთით ამზადეთ. შეგიძლიათ ცეცხლის გამანაწილებელზე დადოთ.

15. პეროგის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

16. ტაფას ბრტყელი თეფში დააფარეთ და გადააბრუნეთ. თუ გსურთ, მეორე მხარე შეგიძლიათ შეაწითლოთ.

გემრიელად მიირთვით!