ჰაეროვანი დესერტი კენკრის შიგთავსით

1548

გიყვართ ტირამისუ, მაგრამ რეცეპტის სირთულისა და გაფუჭების შიშით შინ ვერ ამზადებთ? მაშინ ჩვენი რეცეპტი ზუსტად სათქვენოა! უნაზეს ქათქათა დესერტის მომზადებას ტრადიციული ყველის კრემითა და კენკრის შიგთავსით, ახალბედაც კი დაძლევს.

უკვერცხო ტირამისუსთვის ჩვენ გაყინული მოცხარი შევარჩიეთ. მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი ან გაყინული ჟოლო. წითელი ყურძნის წვენი შეგიძლიათ ვაშლის წვენით ჩაანაცვლოთ. ტრადიციული სავოიარდი კი ნებისმიერი ბისკვიტის ნამცხვრით.

ინგრედიენტები

  • 250 გრ მოცხარი
  • 100 მლ ყურძნის წვენი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 250 გრ ყველი მასკარპონე
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 500 გრ ხაჭოს ყველი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 100 გრ ათქვეფილი ნაღები
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 36 ც ბისკვიტის ნამცხვარი
  •  მუსკატის თხილი გემოვნებით
  • 2-3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

1. ვამზადებთ მოცხრის შიგთავსს: შეურიეთ მოცხარი, ყურძნის წვენი და 3 ს.კ. შაქარი. წამოადუღეთ. ცალკე თასში შეურიეთ სახამებელი და 2 ს.კ. წყალი. დაამატეთ მოცხრის ნაზავს ნელ-ნელა, ადუღეთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში.

2. მოხსენით ცეცხლიდან, დაამატეთ სპეციები. შედგით მაცივარში 30 წუთით.

3. მოამზადეთ კრემი: შეურიეთ მასკარპონე, ხაჭოს ყველი, ვანილი, 3 ს.კ. შაქარი, სპეციები ლიმონის ცედრასთან და კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

4. შეურიეთ ყველაფერი ერთად. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ 14-16 ნამცხვარი 2 რიგად. წაუსვით ნახევარი კრემი. შემდეგ ფენათ კენკრა წაუსვით. გაიმეორეთ კვლავ ნამცხვრის ფენები და წაუსვით კრემი. შედგით მაცივარში 1 საათით.

5.  მორთეთ დარჩენილი ნამცხვრით. მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.

როგორც ხედავთ, ტირამისუს მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. შედეგი კი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს და ასიამოვნებთ ოჯახის წევრებს. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!