ხრაშუნა ფენოვანი ფირფიტები

562

ეს ფენოვანი ხრაშუნები შიგტავსის გარეშეც ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი და შიგთავსის სახით გამოიყენოთ ყაყაჩო, შოკოლადი ან ხაჭო.

ინგრედიენტები

  • 125გ + 70გ კარაქი
  • 125გ კეფირი
  • 240გ + 80გ ხორბლის ფქვილი
  • 5გ გამაფხვიერებელი
  • 100გ შაქარი
  • 50გ საქრის ფხვნილი

მომზადება

1.გამაფხვიერებელს დაუმატეთ 240გ ფქვილი. მშრალი მასა გაცერით.

2.დაუმატეთ გახეხილი კარაქი (130გ) და კარგად მოურიეთ.

3.ჩაასხით კეფირი და მოზილეთ ცომი. გადაახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

4.შაქარს დაუმატეთ 80გ ფქვილი, 70გ გახეხილი კარაქი და გადაურიეთ. გადააფარეთ პაკეტი და შეინახეთ მაცივარში.

5.გააბრტყელეთ და ნაწილებად დაყავით ცომი.

6.ცომს მოაყარეთ ფხვიერი მასა.

7.ერთის გამოტოვებით მოაყარეთ ფხვიერი მასა და ააწყეთ ფენები.

8.დაჭერით ცომი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

9.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

10.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

შეგიძლიათ მოასხათ ჯემი.

გემრიელად მიირთვით!