ხრაშუნა და არომატული კიტრი ზამთრისთვის! ჩემი ოჯახი აღფრთოვანებულია

739

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომლის გამოყენებით ზამთრისთვის ხრაშუნა, არომატულ და პიკანტურ კიტრს მოამზადებთ. მარტივად და სწრაფად მზადდება. ერთდროულად რამდენიმე ქილა შეგიძლიათ შეინახოთ. მდოგვის მარინადი კონსერვს ორიგინალურს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 4 კგ კიტრი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 80 გრ მარილი
  • 120 გრ შაქარი
  • 200 მლ 9%–იანი ძმარი
  • 20 გრ მდოგვის მარცვლები
  • 4 თავი ნიორი
  • 2 ჩ/კ წიწაკა

მომზადების წესი:

1. კიტრი გარეცხეთ. თუ დამჭკნარია, ცივი და სუფთა წყალი დაასხით, რამდენიმე საათით გააჩერეთ. გირჩევთ, პატარა კიტრები აიღოთ, რომ პატარა რგოლებად დაჭრათ, ასე უკეთესი გამოვა.

2. მსხვილ რგოლებად დაჭერით.

3. მარინადისთვის ძმარი და მცენარეული ზეთი, შაქარი და მარილი, მდოგვი და გახეხილი ნიორი აურიეთ.

4. კიტრს მარინადი დაასხით, აურიეთ და 3-5 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. პერიოდულად აურიეთ.


5. ქილებში გადაანაწილეთ, ჩატუმბეთ და მარინადი დაასხით. ხუფი დაახურეთ.


6. ქვაბში პირსახოცი ჩააფინეთ, ქილები ჩააწყვეთ და თბილი წყალი ჩაასხით ისე, რომ ქილის ყელს წვდებოდეს.

7. წყლის ადუღებიდან 8 წუთის განმავლობაში (0,5 ლ) გაასტერილეთ, 10 წუთით – 1 ლ ქილა.

8. მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ. გაგრილებამდე გააჩერეთ.

9. საკუჭნაოში ან სარდაფში შეინახეთ.

10. სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ არარაფინირებული მცენარეული ზეთი მოასხათ და მწვანილი დაუმატოთ. ასე უფრო გემრიელი და არომატული იქნება.