უგემრიელესი ტარტი რიკოტათი და კომშით: არომატული, ნაზი და ჰაეროვანი

1731

თუ კომში გიყვართ, არის ერთი მშვენიერი ხერხი, თუ როგორ დატკბეთ ამ ხილით – მოამზადეთ დესერტი. სინამდვილეში, უმ კომშს თითქმის არავინ მიირთმევს, მას ნამცხვრებში, ტორტებში, რულეტებში უმატებენ, ადუღებენ კომპოტს ან მურაბას.

ღია ნამცხვარი კომშით – შესანიშნავი ვარიანტია, როცა ცხიმიანი საჭმელი მოგბეზრდა და რაიმე მსუბუქი დესერტი გსურს. რიკოტასა და ტკბილ-მჟავე ხილის შეხამება განუმეორებელ გემოს ქმნის. თანაც, ტარტი ძალიან ლამაზია, ამიტომ სადღესასწაულო სუფრისთვის მშვენიერია.

ინრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 3 ც კომში
  • 400 გრ ყველი რიკოტა
  • 4 კვერცხი
  • 175 გრ შაქარი
  • 125 გრ კარაქი
  • 1 ც ლიმონი
  • 200 მლ ნაღები
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი, დასრისეთ და ჩაახალეთ 1 კვერცხი. მოზილეთ ცომი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
  2. დაჭერით კომში ნაჭრებად, დააყარეთ 50 გრ შაქარი, დაასხით 3 ს.კ. წყალი და 1 ლიმონის წვენი. დადგით ცეცხლზე, როცა წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 15 წუთი.
  3. შეურიეთ  ნაღები, 100 გრ შაქარი, რიკოტა, 1 ლიმონის წვენი და ათქვიფეთ მიქსერით.
  4. გააბრტყელეთ ცომი და მოათვსეთ  საცხობ ფორმაზე ისე რომ კედლებზეც გადავიდეს.
  5. დაჩხვლიტეთ ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით. დააფინეთპერგამენტი, დაადეთ რაიმე მძიმე, მაგალითად რაიმე ბურღულეული. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12 წუთით, მოაცილეთ ბურღლეული და კიდევ 3 წთ გამოაცხვეთ.
  6. დაასხით ყველის მასის ნახევარი. მოათავსეთ კომშის ნაწილი და დაასხით დარჩენილი ყველის მასა. დარჩენილი კომში დააწყვეთ ლამაზად და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.
  7. ოდნავ გააცხელეთ თაფლი და წაუსვით ნამცხვარს.

ულამაზესი და უგემრიელესი კომშის ნამცხვარი მზადაა. მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!