ხოცს ზოგი არასასარგებლო პროდუქტად თვლის, ამავდროულად ძალიან ძვირადღირებულადაც. მაგრამ ხორცის გარეშე ევოლუცია შეუძლებელი იქნებოდა.
ამ რეცეპტში ძალიან დიდი რაოდენობითაა გამოყენებული მწვანილი. ტრადიციულად ეს ქინძია, მაგრათ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუში და კამა. აუცილებელია ბაზილიკი და ცოტა როზმარინი.
ინგრედიენტები
- 1კგ ღორის ხორცი
- 2 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი არაჟანი
- მწვანილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.აქ ყველაფერი მარტივია. დაჭერით ხორცი მსხვილ ნაჭრებად, ხოლო მწვანილი წვრილად დააქუცმაცეთ. მოაყარეთ ჩაის კოვზი ბაზილიკი და როზმარინი.
2.მოაყარეთ მწვანილები, წიწაკა, მარილი. მოასხით ლიმონის წვენი და თაფლი. მოურიეთ და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
3.ხორცს მოასხით არაჟანი და შეწვით 200-220 გრადუსზე 1 საათი.
მწვანილით შეგიძლიათ გააფორმოთ მზა კერძი. თაფლის რაოდენობის შემცირება შეგიძლიათ, მაგრამ სანელებლები არ უნდა დაიშუროთ.
გემრიელად მიირთვით!