ხორცის ფარშის მომზადების საუკეთესო მეთოდი. უგემრიელესი კერძი კატლეტის ნაცვლად!

407

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან სწრაფ, გემრიელ და ნოყიერ ვახშამს. ამ კერძს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მარტივად მზადდება. აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 4 კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • 10 გრ მარილი
  • 5 გრ შავი წიწაკა
  • 5 გრ ქინძი
  • 5 გრ ხმელი ნიორი
  • 1 კგ მოხარშული კარტოფილი
  • 200 გრ საფანელი
  • 50 მლ რძე
  • 200 გრ მდნარი ყველი
  • 300 გრ მოცარელა

მომზადების წესი:

1. ცალკე თასში ფარში ჩადეთ, კვერცხი, შავი წიწაკა, ქინძი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ხმელი ნიორი და საფანელი დაუმატეთ და აურიეთ.

2. კარტოფილი მოხარშეთ და პიურე გააკეთეთ.

3. პიურე ფარშს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმაში ფარშის ნახევარი მოათავსეთ და ნიჩბით მთელ ფორმაში გადაანაწილეთ.

5. ცალკე თასში მდნარი ყველი და რძე კარგად აურიეთ.

6. მიღებული მასა ფორმაში ფარშს ზემოდან წაუსვით.

7. ზემოდან ყველი მოცარელა დაახეხეთ.

8. ახლა ფარშის მეორე ნახევარი დაუმატეთ და კვლავ გაათანაბრეთ.

9. ზემოდან ისევე გახეხილი ყველი მოცარელა მოაყარეთ.

10. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!