ხორცის „ზღარბი“ ბრინჯით ღუმელში გამომცხვარი: გემრიელი, ნოყიერი, მარტივი

1128

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ღუმელში გამომცხვარ ხორცის „ზღარბს“ ბრინჯით და საწებლით. საწებელი ტაფაზე, შემწვარ ბოსტნეულთან ერთად არ მზადდება, არამედ ღუმელში „თავისით“.

ინგრედიენტები:

  • 700 გრ ხორცის ფარში
  • 250 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 1 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 1 ქათმის კვერცხი
  • ახალი, ხმელი მწვანილი გემოვნებით
  • მარილი, დაფქული შავი წიწაკა, სანელებლები გემოვნებით
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი ბოსტნეულის შესაწვავად

საწებლის ინგრედიენტები:

  • 100-120 მლ წყალი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 3 ს/კ პომიდვრის სოუსი, კეტჩუპი
  • სანელებლები, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ბრინჯი მოხარშეთ, სადღაც 80% მომზადებული უნდა იყოს. თუმცა თუ 100% მოამზადებთ, უბედურება არაა. მოსახარშ წყალს ცოტა მარილი დაუმატეთ.

2. სანამ ბრინჯი იხარშება, ბოსტნეული გაასუფთავეთ. სტაფილო გახეხეთ, ხახვი კუბებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში დარბილებამდე შეწვით. პროცესში წიწაკა და მარილი დაუმატეთ. მზა შემწვარი ბოსტნეული შესაფერის საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. მაგალითად, გამოიყენეთ ოვალური ფორმის საცხობი ფორმა, რომელსაც 30 სმ სიგრძე და 20 სმ სიგანე აქვს. ნებისმიერი ფორმა შეგიძლიათ გამოიყენოთ – უფრო დიდ ფორმაში უფრო მეტი „ზღარბები“ გააკეთეთ, უფრო პატარაში – ნაკლები.

3. ბრინჯი ამ დროში კიდევ იხარშება. ამიტომ მეორე ხახვის დაჭრას მოასწრებთ. წვრილად დაჭერით და ფარშს დაუმატეთ.

4. როცა მოხარშული ბრინჯი გაგრილდება, ფარშს დაუმატეთ. კვერცხი, ახალი ან ხმელი მწვანილი (ან მწვანილი საერთოდ არ დაუმატოთ), მარილი, დაფქული შავი წიწაკა და საყვარელი სანელებლები დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

5. ფარშიდან გუფთა–ზღარბი გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე, შემწვარი ბოსტნეულის ზემოთ მოათავსეთ. ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.

6. საწებელი გააკეთეთ. ყველაფერი მარტივია – ცივ წყალს ფქვილი, პომიდვრის სოუსი ან კეტჩუპი დაუმატეთ და აურიეთ.

7. ეს საწებელი „ზღარბებს“ მოასხით. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.

8. ესეც შედეგი! ძალიან გემრიელი, წვნიანი კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!