ხორციანი ღვეზელები, რომელიც მაგიდაზე დიდხანს არ ჩერდება

57

შაბათს, დილით მაცივარში შევიხედე და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. დავხედე კეფირს და დარჩენილ არაჟანს, შემდეგ ცომის ხაშს, რომელიც მხოლოდ გუშინ გამოვკვებე. ხორციანი ღვეზელისთვის ცომის მოზელა გადავწყვიტე. საოცარი ღვეზელები გამოვიდა! Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც სწრაფად მზადდება. დიასახლისებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

ინგრედიენტები:

  • 250 გ კეფირი
  • 150 გ ცომის ხაში
  • 550 გ ფქვილი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 300 გ ფარში
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცომი თვალით მოვამზადე, ამიტომ პროპორციები იმის მიხედვით განსაზღვრეთ, რა გამოდის. ნებისმიერ რძეზე შეგიძლიათ მოზილოთ. მაგალითად, პირადად არაჟანი და კეფირი გამოვიყენე. თავიდან აფუებული ცომი მოამზადეთ. ამისთვის 3 ჩ/კ ხაში, კეფირი და ცოტა ფქვილი აიღეთ. თბილ ადგილას 2 საათით გააჩერეთ.

2. ორი საათის შემდეგ აფუებული ცომი მზად იქნება. 2 კვერცხი, მცენარეული ზეთი და ცოტა კარაქი გემოსთვის (ეს აუცილებელი არაა) დაუმატეთ. შემდეგ შაქარი და მარილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ამის შემდეგ ცომი 4 საათით გააჩერეთ.

3. სახლში საფუარს დიდი ხანია არ ვაჩერებ და მხოლოდ ცომის ხაშს ვიყენებ. რა თქმა უნდა, აქტიური ხაში ყველას არ აქვს, თუმცა ასეთი დამხმარის ქონას აუცილებლად გირჩევთ. ნებისმიერ ცომეულში შეუცვლელია. მისი დახმარებით ნებისმიერი ცომი იდეალური გამოვა.

4. სანამ ხორციანი ღვეზელის ცომი ამოვა, შიგთავსი მოამზადეთ. 300 გ ფარში გაალღვეთ. მაგალითად, ღორის და ხბოს ხორცების ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნებისმიერი სხვაც გამოგადგებათ. ფარშს სანელებლები და მარილი დაუმატეთ. შიგთავსი მზადაა.

5. ცომი თანაბარ ბურთებად დაყავით. ღვეზელი ხორცის შიგთავსით გააკეთეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ მოცულობაში გაიზარდოს. ახლა ღრმა ტაფაში ზეთი გააცხელეთ და ღვეზელები საშუალო ცეცხლზე შეწვით.

რეცეპტი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ. ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ მხრივ ექსპერიმენტები ჩაატარეთ. ღვეზელის ცომი ხაშის წყალობით ძალიან წვნიანი და ჰაეროვანია. რა თქმა უნდა, საფუარის ცომითაც შეგიძლიათ მოამზადოთ.