ხბოს რულეტი კიტრით

724

ჩემს ოჯახს ერთი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს, ყველა ერთად ვიკრიბებით მაგიდასთან. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ვიხსენებთ გასული წლების მომენტებს, ვსვამთ ვჭამთ და ვერთობით. სუფრას ყოველ წელს განსხვავებული კერძები ამშვენებენ, მაგრამ ერთ კერძი მაინც რჩება შეუცვლელად, ეს ჩეხური რულეტია ბეკონით, ომლეტით და მწნილი კიტრით.

ამ კერძის რეცეპტი შთამომავლობით ბებიაჩემისგან გადმომეცა, რომელიც დაიბადა და დიდხანს ცხოვრობდა კარლოვი-ვარში. რულეტის მომზადება არ არის მარტივი, მაგრამ თუ მიყვებით ინსტრუქციას და დაიცავთ წესებს, მაშინ ყველაფერი გამოგივათ.

ხბოს რულეტი

დღეს ცვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი რულეტის რეცეპტს, ბეკონის და კიტრის შიგთავსით.

ინგრედიენტები

  • 650გ ხბოს ხორცი
  • 4 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 8-10 ფირფიტა ბეკნი
  • 150გ ლორი
  • 4-6 მწნილი კიტრი
  • 150მლ წყალი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.შიგთავსისთვის უნდა მოამზადოთ კვერცხის ბლინები. ამისათვის ათქვიფეთ 2 კვერცხი. გააცხელეთ ტაფა, წაუსვით ზეთი და დაასხით ათქვეფილი კვერცხი. შეწვით ორივე მხრიდან. დარჩენილი 2 კვერცხისგანაც მსგავსი ბლინი შეწვით.

2.ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად. თუ თქვენ პატარა კიტრები გაქვთ გაჭრა არ არის აუცილებელი. დიდი ზომის კიტრი გაჭერით შუაზე.

3.რულეტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი. მაგრამ მაინც ყველას ჯობია ხბოს ხორცი. ხორცი გაჭერით შუაზე და დაყავით ულუფებად.

თითოეულ ნაჭერს გადააკარით პაკეტი და კარგად დაბეგვეთ, მოაყარეთ შავი წიწაკა. ასევე უნდა დაამარილოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შიგთავსში იქნება მარილიანი ბეკონი, ლორი და კიტრი.

4.დაბეგვილი ხორცი დაფარეთ ბეკონით, შემდეგ დაალაგეთ კვერცხის ბლინები. ისინი მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ გაჭრად ორად. ბლინებზე ზემოთ მოათავსეთ ლორი.

5.დაბლიდან  გამოტოვეთ დაახლოებით 5-6სმ და ერთ მწკრივად დაალაგეთ კიტრი. მნიშვნელოვანია მათი ცენტრში მოთავსება. დაახვით რულიტი (დაიწყეთ დაბლიდან), მჭიდროდ გადაახვიეთ.

6.ხორცს კარგად შემოახვიეთ ძაფები და შეწვით ტაფაზე ზეთში.

7.გამოსაცხობ ფორმაში მოატავსეთ რულეტი, ჩაასხით წყალი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 80 წუთი. პერიოდულად შეამოწმეთ წყლის არსებობა ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რულეტი გამოვა მშრალი.

8.მზა რულეტი გადმოიღეთ ფორმიდან, მოაშორეთ ძაფები და დაეოდეთ 15-20 წუთი.

სულ ეს იყო, ხბოს რულეტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

რულეტი გაჭრისას ძალიან ლამაზია და საოცრად გემრიელია. ეს კერძი ძალიან მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას. მას გარნირად ძალიან უხდება მჟავე მოთუშული კომბოსტო და ბრინჯი.