ხახვთან ერთად შემწვარი ღვიძლი – წვნიანი და არომატული!

1032

ზოგი ფიქრობს, რომ საქონლის ღვიძლის მომზადება რთულია. ამიტომაც უმეტესობა უარს ამბობს ამ პროდუქტზე.

დღეს ჩვენ ამ კერძს უმარტივესად მოგამზადებინებთ!

ჩვენ არ დაგვჭირდება ფქვილი. ღვიძლი უნდა შეიწვას ხახვის ბალიშზე, ამიტომაც ის გამოდის ძალიან ნაზი და არომატული.

ინგრედიენტები

  • საქონლის ღვიძლი 800გ
  • ხახვი 300გ
  • მზესუმზირისი ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ღვიძლი, გაასუფთავეთ და დაჭერით.

2.დაჭერით ხახვი. გააცხელეთ ტაფა ზეთთან ერთად და შეწვით ხახვი.

3.ხახვს მოაყარეთ მარილი და მასზე მოათავსეთ ღვიძლი. შეწვით 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადმოაბრუნეთ ღვიძლი ისე, რომ არ შეეხოთ ხახვს.

4.მოაყარეთ წიწაკა და შეწვით 2-3 წუთი.

გემრიელად მიირთვით!