ხაჭოს უგემრიელესი ტორტი ჟელატინით

1411

დესერტი ხაჭოსაგან ყოველთვის გამოდის გემრიელი და მსუყე. ხოლო თუ ის არ საჭიროებს გამოცხობას, მაშინ მისი მომზადება კიდევ უფრო მარტივია. შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები და მოათავსეთ მაცივარში.

ხაჭოს ტორტი ჟელატინით მისი ნაზი ტექსტურის წყალობით პირში ლღვება. ხოლო ქლიავისა და შოკოლადის გემოს მარტივად შეუძლია ნებისმიერი რესტორნის დესერტს გაუწიოს კონკურენცია.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 700გ
  • შესქელებული რძე 370გ
  • ჟელატინი 30გ
  • შავი შოკოლადი 100გ
  • რძე 150მლ
  • ნაღები 400მლ

მომზადება

1.ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ ამოსაფუებლად. ბლენდერით ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ შესქელებული რძე და ხაჭო. 30% ნაღები ათქვიფეთ შესქელებამდე და ფრთხილად დაუმატეთ ხაჭოს მასას.

2.ცხელ რძეს დაუმატეთ მდნარი შოკოლადი. 30 წამით ჟელატინი მოათავსეთ მიკროტალღურში, დაუმატეთ 2 კოვზი ხაჭოს მასა და მოურიეთ, ჩაასხით ხაჭოში და ათქვიფეთ მიქსერით.

3.ხაჭოს მასა გაყავით ორად. ერთს დაუმატეთ შოკოლადი. ზორმის ძირზე დაასხით 10 სუფრის კოვზი შოკოლადის მასა, შემდეგ ცენტრში ჩაასხით 8 სუფრის კოვზი თეთრი მასა, შემდეგ კი – 5 სუფრის კოვზი შოკოლადი მასა.

4.ამოავსეთ ფორმა, მასები მოათავსეთ თანმიმდევრობით მათ დამთავრებამდე. ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და დააგემოვნეთ.

ხაჭოს ტორტი ძლაიან მოეწონებათ ტკბილეულის მოყვარულებს, ხოლო მისი საოცარი გარეგნობა გაგილამაზებთ ნებისმიერ დღეს.