ხაჭოსა და კაკაოს განუმეორებელი დესერტი

297

ხაჭოსა და კაკაოს დესერტის მომზადება ცხობის გარეშე მარტივად შეიძლება.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 500გ
  • რძე 50მლ
  • შაქარი 50გ
  • ვანილი 10გ
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • კაკაო 30გ
  • კარაქი 30გ
  • მარილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, სოდა, მარილი და რძე. ათქვიფეთ ხაჭოს მასა ბლენდერით.

2.ქვაბში ჩაასხით წყალი. მოათავსეთ ცეცხლზე. წყლის ადუღების თანავე, მასზე მოათავსეთ ხაჭოს მასით სავსე ჯამი. დაელოდეთ ხაჭოს გალღობას, ურიეთ განუწყვეტლივ.

3.დაუმატეთ კარაქი და კაკაო, მოურიეთ. მასა გადაასხთ ფორმაში.

4.შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!