ტორტი ფხვიერი ნამცხვრით ცხობის გარეშე. უმარტივესი რეცეპტი, რომელსაც ყველა დააფასებს

967

ფხვიერი ნამცხვრის დესერტები მარტივი, სწრაფი და ძალიან გემრიელია. დღევანდელი ტორტი ამას ადასტურებს. Gastronomia.ge-ს რედაქცია დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ შავი შოკოლადი
  • 300 გრ თეთრი შოკოლადი
  • 200 გრ ფხვიერი ნამცხვარი
  • 750 გრ ცხიმიანი ნაღები
  • 50 გრ კარაქი
  • 150 მლ რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის ესენცია
  • 20 გრ საკონდიტრო მოსაყრელი ტორტის გასაფორმებლად

მომზადების წესი:

1. 300 მლ ცხელი ნაღები თეთრ შოკოლადს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ, გააგრილეთ და მაცივარში 1 საათით შეინახეთ.

2. შემდეგ მიქსერით სქელი კრემის მიღებამდე ათქვიფეთ.

3. რძე და ვანილის ესენცია აურიეთ და ფხვიერი ნამცხვრები მასში ამოავლეთ.

4. საცხობ ფორმას პარკი დააფინეთ, კრემის ფენა მოათავსეთ და რძეში გაჟღენთილი ფხვიერი ნამცხვრები დაადეთ, შემდეგ ისევ კრემი და ფხვიერი ნამცხვრის ფენა დაუმატეთ.

5. 300 მლ ნაღები შეათბეთ და შავი შოკოლადი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მაცივარში 1 საათით შეინახეთ და შემდეგ სქელი კრემის მიღებამდე ათქვიფეთ.

6. ტორტს ფხვიერი ნამცხვრის ფენაზე შოკოლადის კრემი დაუმატეთ, შემდეგ ისევ ფხვიერი ნამცხვარი და კრემი, ფხვიერი ნამცხვარი. ტორტს პარკი დააფარეთ და მაცივარში რამდენიმე საათით გააჩერეთ.

7. დარჩენილი ნაღები, კარაქი და შოკოლადი აურიეთ, მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით შეათბეთ და ჭიქურს მიიღებთ.

8. გააგრილეთ და ტორტს წაუსვით, ზემოდან საკონდიტრო მოსაყრელი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!