ხართან შესახვედრი კერძის რეცეპტის პრემიერა!

742

მაქსიმალურად მარტივად მზადებადი კერძები ძალიან მიყვარს. დღეს ჩვენ უგემრიელესი ხორცეულს მოვამზადებთ, ეს კერძი ნამდვილად შეეფერება დამდეგ ხარის წელს.

მამაკაცებს განსაკუთრებით უყვართ ხორცი. მოდით სადღესასწაულოდ გავახაროთ მეუღლეები ამ დაუვიწყარი კერძით.

მერწმუნეთ უმარტივესი ინგრედიენტები და ძალიან მწირი დრო დაგჭირდებათ.

ბევრს გონია, რომ თაფლი და ხორცი ერთმანეთისთვის შეუფერებელი ინგრედიენტებია. დღეს ჩვენ საწინააღმდეგოს დავამტკიცებთ!

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი (ფილე)
  • 8 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ზეთი გამოსაცხობი ფორმის დასამუშავებლად

მომზადება

1.ხორცს წაუსვით მარილი, წიწაკა და ამოავსეთ ნიორით. ამისათვის შუაზე გაჭერით ნიორი, ხოცი ჩაჭერით რამდენიმე ადგილას და მოათავსეთ ნიორი ჩაჭრილ ადგილებში.

2.გარეცხეთ ხორცი სოიოს სოუსით და წაუსვით თაფლი. შეგიძლიათ მოათავსოთ ღრმა ჯამში. ხორცი უნდა დამარინადდეს 1 საათი.

3.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოათასვეთ მასზე ხორცი და მოათავსეთ ღუმელში 1 საათი. დრო და დრო მოასხით თავისივე გამოყოფილი წვენი. ტემპერატურა ღუმელში უნდა იყოს 220 გრადუსი.

გემრიელად მიირთვით!