ხავიწი – უძველესი ქართული კერძის მომზადების ტექნოლოგია

3152

ხავიწი მეტად საინტერესო და გემრიელი აღმოსავლეთქართული კერძია. ხავიწს ამზადებენ როგორც ქართლსა და ქართლის მთიანეთში (მთიულეთი, ფშავი, ხევსურეთი, ხევი და სხვა), ასევე კახეთსა და კახეთის მთიანეთშიც (თუშეთი) და რასაკვირველია ჯავახეთში. მიუხედავდ კერძის ტრადიციულობისა და სიძველისა, ხავიწის მომზადების ტექნოლოგიის მოძიება არც ისე იოლია, მაგრამ ჩვენმა რედაქციამ მაინც შეძლო ამ კერძის რეცეპტის მოძიება.

ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ლ
  • ფქვილი 200 გ
  • ერბო 200 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორბლის, ან სიმინდის ფქვილი მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15-20 წუთი. მდუღარე წყალი შევაზავოთ გემოვნებით მარილით და ნელ-ნელა, განუწყვეტელი მორევით დავუმატოთ ფქვილს. ვადუღოთ სანამ მოიხარშება. თან გაუწყვეტლივ ვურიოთ.
  2. გამზადებული ამოვიღოთ ღრმა თეფშზე, შუაში ჩავდოთ ერბო და მივიტანოთ სუფრაზე.

მეორე ვარიანტი

ინგრედიენტები:

  • ხახვი 2-3 ცალი
  • ერბო 300 გ
  • წყალი 1 ლ
  • ფქვილი 200 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქვაბში ჩავასხათ ერბო. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე მოვხრაკოთ.
  2. ხახვი რომ შევარდისფერდება, დავამატოთ კიდევ ერბო, დავასხათ წყალი, შევაზავოთ მარილით და ავადუღოთ.
  3. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ხორბლის ფქვილი ნელ-ნელა განუწყვეტელი მორევით.
  4. კარგად ჩავშუშოთ დაბალ ცეცხლზე, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.
  5. როდესაც მასა გაწითლდება, ხავიწი მზადაა.