დაინიშნეთ დრო: 5 წუთი მოზელვაზე, 5 წუთი დაჭრაზე. ექპრეს-ნამცხვარი მზადაა

1124

ფრანგ კულინარებს დესერტების მომზადებაში ბადალი არ ჰყავთ. მათ იოლად დაამტკიცეს, რომ კვერცხისა და გამაფხვიერებელის გარეშეც შესაძლებელია უნაზესი, მსუბუქი, ბისკვიტის მსგავსი ნამცხვრის მომზადება, რომლის არომატი და ხავერდოვანი სტრუქტურა თავბრუს გახვევს.

ლიმონის ნამცხვრის განსაკუთრებულობა მის იერსახეშია. საქმე იმაშია, რომ ერთი შეხედვით, ის უმს ჰგავს: კუთხეები ოდნავ მობრაწულია, დანარჩენი ზედაპირი კი თეთრი. ამ დესერტის მთლიანად მობრაწვა არ ღირს, რადგან გემობრივ თვისებებს დაკარგავს. არც სოდა ან გამაფხვიერებელი არ უნდა დაამატოთ, ფრანგულმა ნამცხვარმა სწორი ფორმა უნდა შეინარჩუნოს.

ინგრედიენტები

  • 140 გრ ფქვილი
  • 60 მლ ლიმონის წვენი
  • 80 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 1 ს.კ. სახამებელი

მომზადება

  1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი ერთგვარი მასის მიღებამდე.
  2. დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი, შემდეგ გაცრილი ფქვილი და სახამებელი. მოზილეთ მკვრივი ცომი. შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით.
  3. გაცივებული ცომი დაჭერით 1-სანტიმეტრიან ნაჭრებად. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმას. მოათავსეთ ცომი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
  4. მოაყარეთ დარჩენილი შაქრის პუდრი მზა ნამცხვარს.

ტრადიციულად, ნამცხვარს შაქრის პუდრით რთავენ, მაგრამ შეგიძლიათ მორთოთ ასევე შოკოლადის მინანქრით. ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა ლიმონის გემოს მოყვარულებისთვის. გაუზიარეთ იგი მეგობრებს!