ჭარხლის სალათი კიბორჩხალის ჩხირებით

398

ჭარხლის სალათი ზამთრის პერიოდში ძალიან პოპულარული კერძია.

გემომ სიმართლე გითხრათ გამაოცა. სალათი “ვარდისფერი ფლამინგო” საკმაოდ მსუბუქია, ძალიან მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას. მაიონეზი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ შედარებით დაბალკალორიული პროდუქტით.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი 200გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ყველი 100გ
  • კიბორჩხალის ჩხირები 100გ
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი 1 კბილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გაალღვეთ ჩხირები და დაჭერით.

2.მოხარშეთ კვერცხი და ჭარხალი. გააგრილეთ, გახეხეთ ყველთან ერთად.

3.არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი და დაჭყლეტილი ნიორი. მიღებული სოუსი მოასხით სალათს და მოურიეთ.

4.სალათი მოათავსეთ კულინარიულ წრეში და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

5.უგემრიელესი სალათიმზად არის!

გემრიელდ მიირთვით!