ჭარხლის გემრიელი სალათები, რომლებიც შეგიძლიათ ღამით შეჭამოთ

2858

ჭარხალი ნამდვილად უნიკალური ბოსტნეულია, რომელსაც სხვა ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ 2 კვირის განმავლობაში დღეში მინიმუმ 50 მლ ჭარხლის წვენს ან დაახლოებით 100 გრ მოხარშულ ჭარხალს შეჭამთ, ჰემოგლობინის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდით. ამასთან, ასე წონაში დაკლებასაც შეძლებთ. ეს ბოსტნეული ყველა გაცვლის პროცესს დააჩქარებს, ღვიძლს გაწმენდს და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას მოახდენს.

ჭარხლის რაციონში დასამატებლად ათასობით მიზეზი არსებობს. ბოსტნეული ელემენტების ერთგვარ ნაკრებს შეიცავს, რომელიც სხვა პროდუქტებში არ გვხვდება. აქ ქოლინი და A, B1, B5, B6, C, E, H და PP ვიტამინები, ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, იოდი, ფოსფორი, ნატრიუმი, ფოლიუმის მჟავა და აუცილებელი უჯრედისი გვხვდება. ამასთან სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების დროს არ ირღვევა და ხანგრძლივი შენახვის დროს არ იკარგება.

სწორედ, რომ მოხარშული ჭარხლის დახმარებით შეგიძლიათ უამრავი კერძი მოამზადოთ: ვინეგრეტი, სხვადასხვა წასახემსებელი, პაშტეტი, ბოსტნეულის ხიზილალა. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივ ვარიანტს სხვადასხვა სალათის მომზადება წარმოადგენს. ასეთი სალათები ძალიან გემრიელია და ღამით შეგიძლიათ ორმაგი პორცია მიირთვათ, რადგან 100 გრ ჭარხალი მხოლოდ 43 კალორიას შეიცავს.

დღეს ჭარხლის ყველაზე გემრიელი სალათების მომზადებას გასწავლით. მათ შორის გასახდომი სალათის „ჯაგრისი“ გაუმჯობესებულ რეცეპტს.

1. ჭარხლის სალათი კაკლით და შავქლიავით

ინგრედიენტები:

  • 1 გამომცხვარი ან მოხარშული ჭარხალი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 2 შავქლიავი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ იოგურტი ან მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

შავქლიავი წინასწარ 30 წუთით წყალში დაალბეთ. ჭარხალი გახეხეთ, ხოლო შავქლიავი ნაჭრებად დაჭერით. ყველაფერი დაქუცმაცებულ ნიგოზს აურიეთ. დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და იოგურტი ან მცენარეული ზეთი მოასხით.


2. ფიტნეს სალათი ჭარხლით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭარხალი
  • 1 ვაშლი
  • 1 პატარა ზომის სტაფილო
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 250 გრ ახალი კომბოსტო
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • მარილი გემოვნებით
  • ნებისმიერი მწვანილი

მომზადება:

ჭარხალი და სტაფილო გაასუფთავეთ. ვაშლთან ერთად გახეხეთ. ხახვი და კომბოსტო დაჭერით. ბოსტნეული აურიეთ, მწვანილი, მარილი, ძმარი დაუმატეთ და მცენარეული ზეთი მოასხით.

3. ნოყიერი ჭარხლის სალათი ბრინჯით

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 1 მოხარშული სტაფილო
  • 150 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 1 ს/კ დაკონსერვებული სიმინდი
  • 8 ზეთისხილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ სოიოს სოუსი
  • ½ ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • ახალი მწვანილი

მომზადება:

ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ. ბრინჯი სიმინდს აურიეთ. თეფშზე ბოსტნეული, მწვანილი, ზეთისხილი და ბრინჯი ცალ-ცალკე დააწყვეთ. სოიოს სოუსი, მცენარეული ზეთი და ძმარი მოასხით. ამ სალათით სადილი ან ვახშამი შეგიძლიათ სრულყოფილად ჩაანაცვლოთ. ინგრედიენტები მოხმარების წინ აურიეთ.


4. სალათი „გაუმჯობესებული ჯაგრისი“

ინგრედიენტები:

  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • ½ ნიახურის ფესვი
  • ½ საშუალო თავი კომბოსტო
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ სეზამის თესლი
  • ½ ფორთოხალი
  • მარილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი

მომზადება:

კომბოსტო წვრილად დაჭერით და ხელით ოდნავ გაწურეთ. ჭარხალი, სტაფილო და ნიახური გახეხეთ. ფორთოხალი ნაჭრებად დაჭერით. ყველაფერს დაჭრილი მწვანილი, სეზამი, ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი აურიეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.


5. სადღესასწაულო სალათი „ქალბატონი“

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები მოსაწყენი გეჩვენებათ, ჭარხლის სადღესასწაულო სალათის მომზადება სცადეთ. ასეთი სალათით სტუმრების გამასპინძლება არ შეგრცხვებათ.

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 120 გრ ბრინზა ან ფეტა
  • 1 მანდარინი
  • 1 ს/კ ბროწეულის მარცვლები
  • ¼ იისფერი (ტკბილი) ხახვი
  • 1 ჩ/კ ფრანგული მდოგვი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ნებისმიერი კაკალი (ფისტაშკები, ნიგოზი, ნუში)
  • ახალი მწვანილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო, ყველი და ხახვი კუბებად დაჭერით. თეფშზე ფენებად ჭარხალი, ყველი და ხახვი დააწყვეთ. ბროწეულის მარცვლებით, მანდარინის ნაჭრებით და დაქუცმაცებული ნიგვზით მორთეთ. სუფრაზე გატანის წინ მდოგვი, მარილი და მცენარეული ზეთი მოასხით.

გახსოვდეთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის და შარდკენჭოვანი დაავადების დროს ჭარხლის დიდი რაოდენობით მიღება არ ღირს. ბოსტნეულის ჭარბად მიღება არ ღირს, თუ ჰიპოტონია გაწუხებთ. ჭარხალი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც არტერიული წნევის შემცირებას იწვევს.