წიწიბურის მდიდრული კერძი ამტკიცებს, რომ ის ნებისმიერი გურმანის ოცნებაა

2939

წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თითქმის ყველა სამზარეულოში მოიპოვება. დიდი პოპულარობით სარგებლობს გემობრივი თვისებებისა და ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის გამო.

გთავაზობთ, გაამრავალფეროვნოთ მენიუ და მოამზადოთ წიწიბურა ტაფაზე ხორცით. ხორცი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ გემოვნების მიხედვით. რეცეპტი მარტივია, მომზადების პროცესი ფლავის მომზადებას ჰგავს. ფაფა ფხვიერი გამოდის, ხორცი კი წვნიანი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ წიწიბურა
  • 250 გრ ხორცი
  • 1 ც. სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 0,5 ჩ.კ. ძირა
  • 1 ს.კ. კარაქი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა ტაფაზე დაადნეთ კარაქი. დაჭერით ხორცი კუბებად.
  2. დაჭერით და მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ ხორცი, მარილი, პილპილი, ძირა.
  3. დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, დაამატეთ იმდენი წყალი, რომ დაფაროს ინგრედიენტები.
  4. გარეცხეთ წიწიბურა, მოხალეთ მშრალ და სუფთა ტაფაზე, ნელ ცეცხლზე, მუდმივად მოურიეთ.
  5. დაუმატეთ წიწიბურა დანარჩენ ინგრედიენტებს, დაამატეთ წყალი, მარილი. ხარშეთ დაახლოებით 40 წუთი.
  6. მოხადეთ თავსახური ტაფას, წიწიბურისგან შექმენით მომცრო გორაკი, ცენტრში მოათავსეთ 1 კოვზი კარაქი. მოამზადეთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

„გასტრონომია“ დარწმუნებულია, რომ ეს კერძი თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება. ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები სამზარეულოში და მიიღეთ მხოლოდ პოზიტიური განწყობა მომზადებისას!