წვნიანი ჩებურეკი საქონლის ხორცით

968

ჩებურეკს ვერაფრით ვერ დავარქმევთ ჯანსაღ საკვებს, მაგრამ წვნიანი ხორცის შიგთავსსა და ხრაშუნა ცომზე უარს ვერავინ ამბობს. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ამ კერძის სახლში მომზადებაა, რათა დარწმუნდეთ მის 100% სისუფთავეში. დღეს ჩვენ დაგეხმარებით მის მომზადებაში.

ინგრედიენტები

  • 400გ საქონლის ფარში
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 3 ჭიქა გაცრილი ხორბლის ფქვილი
  • 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი არაყი
  • 3 თავი ხახვი
  • მარილი
  • მწიკვი წიწაკა

მომზადება

1.ცალკე ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ საფუარი, შაქარი და მარილი.

2.ფქვილს დაუმატეთ წყალი, ზეთი და არაყი. მიღებული ცომი შეახვიეთ პაკეტში და 30 წუთი მოათავსეთ მაცივარში. ამ მეთოდით ის გახდება მეტად ელასტიური.

3.წვრილად დაჭერით ხახვი. მარილთან ერთად კარგად დაჭყლიტეთ. მიღებული მასა დაუმატეთ ფარშს.

4.გააბრტყელეთ ცომი და ამოავსეთ შიგთავსით. კუთხეები დააფიქსირეთ ჩანგლის დაჭერით.

5.შეწვით საშუალო ცეცხლზე ზეთში. ხრაშუნა და წვნიანი ჩებურეკი მზად არის!

ჩებურეკის სახლში მომზადება უმარტივესია. მთავარია – აარჩიოთ ფარში, რადგან ამ კერძში შიგთავსი მთავარ როლს თამაშობს.

გემრიელად მიირთვით!