საუკეთესო ვახშამი მთელი ოჯახისთვის. არომატი უბრალოდ არარეალურია!

4962

არ იცით რა მოამზადოთ ვახშმისთვის? მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვის არის. ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი უდაოდ მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს.

ინგრედიენტები

  • ფარში 500-600გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • სტაფილო 1-2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • კარტოფილი 6-7 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ხმელი სუნელი 1/2 ჩაის კოვზი
  • პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • მწარე წიწაკა 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • მწვანილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ფარში, დაუმატეთ ქათმის კვერცხი, მარილი, დაფქული შავი წიწაკა, გახეხილი ნიორი, ხმელი სუნელი და პაპრიკა.
  2. კარგად მოურიეთ.
  3. ფარშს მიეცით ბურთულების ფორმა.
  4. შეგიძლიათ კატლეტების ფორმა მისცეთ.
  5. დაჭერით სტაფილო და ხახვი.
  6. კუბიკებად დააქუცმაცეთ პომიდორი.
  7. გრძლად დაჭერით ბულგარული.
  8. მსხვილად დაჭერით კარტოფილი.
  9. ღრმა ტაფა დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ.
  10. ხახვს დაუმატეთ სტაფილო.
  11. მოთუშეთ რამდენიმე წუთი, მოურიეთ.
  12. დაუმატეთ ბულგარული, პომიდორი და პომიდვრის პასტა.
  13. კარგად მოურიეთ, შეწვით ბოსტნეულის დარბილებამდე.
  14. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები პაპრიკასთან ერთად.
  15. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ კარტოფილი.
  16. კარტოფილის ზემოდან გადაანაწილეთ ხორცის კატლეტები.
  17. ცარიელ ადგილას მოათავსეთ დაფნის ფოთოლი, შეგიძლიათ წიწაკაც გამოიყენოთ დამატებით.
  18. მოასხით წყალი.
  19. მოაყარეთ მარილი.
  20. დააფარეთ ტაფას თავსაფარი და წამოადუღეთ, მოამზადეთ დაახლოებით 30-35 წუთი.
  21. მზა კერძი გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!