წვნიანი და არომატული პომიდვრის კონსერვი. ასეთი ქილები ზამთრამდე ვერ აღწევს

43

პომიდვრის კონსერვი ნივრით და ხახვით იდეალური წასახემსებელია. მასში შედის მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ინგრედიენტი, ბოსტნეული და მწვანილი. როგორც წესი, პომიდორს კიტრთან ან წიწაკასთან ერთად ამწნილებენ. ასეთი კონსერვი, რომელიც პოლონური რეცეპტით მზადდება, პირველივე გასინჯვაზე შეგიყვარდებათ.

პომიდვრის კონსერვი ნივრით და ხახვით

ინგრედიენტები:

  • 400 გ პომიდორი
  • 1 თავი ნიორი
  • 1 საშუალო თავი ხახვი
  • ბაჰარის წიწაკის მარცვლები
  • კამის ქოლგები
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 3 ჩ/კ 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. პატარა, წვეთის ფორმის პომიდვრები შეარჩიეთ. დეტალურად გადაარჩიეთ. ოდნავ დაზიანებულიც არ გჭირდებათ.
  2. ლიტრიანი ქილები პომიდვრებით გაავსეთ. ქილას 3-4 ნივრის კბილი, ხახვის რგოლები, წიწაკა და კამა დაუმატეთ. კამა როგორც ქილის ძირში, ასევე ზემოდან დააფინეთ. ოხრახუშის ფოთლებიც შეგიძლიათ დაუმატოთ. მარილი და შაქარიც დაუმატეთ.
  3. პომიდორს ცივი წყალი დაასხით. ქვაბის ძირში პირსახოცი ჩააფინეთ. პომიდვრით სავსე ქილები ქვაბში ჩააწყვეთ და გაასტერილეთ. წყლის ადუღებიდან 10 წუთი მოიცადეთ. შემდეგ ქილები ამოიღეთ, ძმარი დაუმატეთ და მოხუფეთ.

პომიდვრის კონსერვი საკმაოდ მარტივად მზადდება, ამიტომ დამწყები დიასახლისიც მის მომზადებას შეძლებს. თუ პომიდვრის კონსერვები მოგწონთ, კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს გიზიარებთ.

პომიდვრის კონსერვი პოლონურად

ინგრედიენტები:

  • 1 კგ პომიდორი
  • 2 ხახვი
  • 6 კბილი ნიორი
  • მწვანილი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • ჩილის წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 50 მლ 9%–იანი ძმარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. პომიდორი 4 ნაწილად დაჭერით. ყუნწების ნარჩენები მოაშორეთ. ხახვი და ნიორი ფურცლებისგან გაწმინდეთ, რგოლებად დაჭერით. სურვილისამებრ ჩილის წიწაკა დაუმატეთ. პრინციპში შეგიძლიათ მთელი დაუმატოთ ან პატარა ზოლებად დაჭრათ.
  2. ქილები გაასტერილეთ. მწვანილი, დაფნის ფოთოლი, ხახვი და ნიორი ქილის ძირში ჩააფინეთ. შემდეგ პომიდვრის ნაჭრები ჩააწყვეთ, ამის შემდეგ ისევ მწვანილი ჩააფინეთ, შემდეგ პომიდორი და ბოლოს ხახვი, ნიორი და მწვანილი. ასეთ ფენებს ზემოდან ცხელი მარინადი დაასხით. დააკვირდით, რომ მარინადში მარილი, შაქარი და ძმარი კარგად გაიხსნას.
  3. სტერილიზაციისთვის ქვაბში გადაიტანეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ თითოეულ ქილას მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კიდევ 15 წუთით ადუღეთ. ახლა ქილები ფრთხილად ამოიღეთ და მოხუფეთ.

პომიდვრის ასეთი კონსერვები სადღესასწაულო ან ყოველდღიურ სუფრაზე იდეალურია. მეგობრებს გაუმასპინძლდით. გირჩევთ, ბევრი მოიმარაგოთ, რადგან იმდენად გემრიელია, დაზამთრებამდე ვერ მიაღწევს.