წვიანი და საოცრად გემრიელი კატლეტის საიდუმლო

1435

აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულოს საყვარელი კერძი – კატლეტები.

ამ კერძს ნებისმიერი გარნირი უხდება.

 მომზადება

  1. გამოიყენეთ მხოლოდ სახლის ფარში. უმჯობესია გამოიყენოთ მრავალი სახის ხორცი – საქონლის, ღორის, ცხვრის ან ინდაურის.
  2. ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ამ მეთოდით ხორცი გახდება წვნიანი და ძალიან არომატული. უმჯობესია გამოიყენოთ მოთუშული ხახვი.
  3. პურის დამატებით კატლეტები გამოვა ნაზი და ჰაეროვანი. პური შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბოსტნეულით მაგალითად: კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო.
  4. ზოგი დიასახლისი ყინულსაც კი უმატებს კატლეტებს, ამ მეთოდის მეშვეობით კატლეტი გამოდის ჰაეროვანი.
  5. კატლეტების გულში მოათავსეთ ცოტა კარაქი, საოცრად წვნიანი გამოვა.
  6. კატლეტები შეწვით კარაქზე ან მცენარეულ ზეთზე. ჯერ – საშუალო ცეცხლზე, ხოლო როცა მოიბრაწება გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  7. სურვილისამებრ კატლეტებს ხშირად უმატებენ ათქვეფილ ცილას, ესეც წვნიანს და ფაფუკს ხდის ამ კერძს.

გემრიელად მიირთვით!