ზაფხული უკვე დაიწყო და თადარიგიანმა დიასახლისებმა გამოსაზამთრებელი პროდუქტის მომზადება დაიწყეს. ამ პროდუქტებს შორის პომიდორს პირველია დგილი უჭირავს. ზამთარში ძალიან სასიამოვნოა ამ წვნიანი წითელი ბოსტნეულის ქილის გახსნა რომლის ზაფხულის სუნიც ზამთრის ცივ დღეებს გვიხალისებს. დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ უგემრიელესი პომიდორი ზამთრისთვის – საკუთარ წვენში ისე, რომ მარილიან წყალში დამზადებულზე უფრო წვნიანი და ნაზი გამოვიდეს.
ქილაში დამარინადებული პომიდორი
ინგრედიენტები
- 3 კილოგრამი პომიდორი
- 2 ლიტრი პომიდვრის წვენი (აჯობებს სახლში დამზადებული)
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი მარილი
- 2-3 კბილი ნიორი
- შავი წიწაკის მარცვლები ან დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი
1. წვენი ქვაბში ჩაასხით და ნელ ცეცხლზე დადგით
2. წვენს მარილი, შაქარი, ნიორი და პილპილი დაუმატეთ
3. წვენი მიიყვანეთ ადუღებამდე და 15-20 წუთით ადუღეთ. არ დაგავიწყდეთ მორევა.
4. პომიდორს კანი გააცალეთ. ამისთვის შეგიძლიათ ისინი მდუღარე წყალში რამდენიმე წუთი გააჩეროთ, შემდეგ გადაღვაროთ მდუღარე და ცივი წყალი დაასხათ. ამ პროცედურის მერე კანი იოლად გაეცლება. თუმცა თუ კანის გაცლა გეზარებათ მაშინ პომიდვრები 4-5 ადგილზე ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
5. პომიდორი ქილაში ჩაალაგეთ და მდუღარე დაასხით. დაახურეთ თავსახური და პირსახოცი მოახვიეთ.
6. როდესაც წვენი მითითებული დროის მანძილზე იდუღებს, ქილიდან წყალი გადაღვარეთ და ქვაბში არსებული წვენი დაასხით.
7. პომიდორი შეგიძლიათ მოხუფოთ და დადგათ გასაგრილებლად.
დღეს მარინადებით ვინმეს გაკვირვება ძალიან ძნელია, მაგრამ, პომიდვრის წვენში დამარინადებული პომიდორი გულგრილს ნადმვიალდ არ დაგტოვებთ!