წარმოუდგენელია: ამ კერძმა ქათმისა და ძროხის ხორცი „ჩააჩოჩა“ ჩვენი სადღესასწაულო სუფრიდან

1397

ბევრს არ უყვარს კალმარებისგან მომზადებული კერძები მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან მომზადება. სინამდვილეში, ეს გახლავთ ყველაზე მსუბუქი ზღვის პროდუქტი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება.

კალმარი არაჟნის სოუსში ძალიან ნაზი კერძია. მას შეგიძლიათ შეუხამოთ გარნირად კარტოფილის პიურე ან ბრინჯი.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი კალმარი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 200 მლ წყალი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ გამლღვარი კალმარი და დადგით ცეცხლზე წყალი. როცა ადუღდება, დაამატეთ მარილი, ჩაყარეთ კალმარი 2,5 წუთით.
  2. გააცივეთ, მოაცილეთ კანი და დაჭერით. გააცხელეთ 200 მლ წყალი.
  3. გაახურეთ ტაფა, დაადნეთ კარაქი და შეწვით კალმარი 2 წუთის განმავლობაში. მოურიეთ მუდმივად.
  4. მოაყარეთ ფქვილი და კიდევ 30 წამის განმავლობაში შეწვით. დაამატეთ არაჟანი, მოურიეთ. ჩაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დაამატეთ მარილი, პილპილი და მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში.

ეს კერძი შესანიშნავია როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში. სუნელებიც კი არ არის საჭირო, მარილი და პილპილიც საკმარისია იდეალური გემოსთვის. მთავარია, დიდ ხანს არ ხარშოთ ან შეწვათ კალმარი, რათა რეზინივით არ გახდეს. თქვენმა მეგობრებმა თუ იციან ეს რეცეპტი? გაუზიარეთ მათ!