ცხობილა “შოკოლადის ყვავილი” ნუტელით

485

შოკოლადის ყვავილი მარტივი ინგრედიენტებისგან – მარტივი და სწრაფი ცხობილა, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი საფუარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • შოკოლადის პასტა (ნუტელა)
  • სიმინდის ფქვილი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. საფუარი გახსენით მეოთხედ ჭიქა წყალთან, დაელოდეთ 10 წუთი, დაუმატეთ ფქვილი, მარილი და შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით.
  2. მიღებული მასა მოათავსეთ ზეთიან ჯამში. დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ მის ამოფუებას.
  3. ამოჭერით ცომი მრგვლად და წაუსვით შოკოლადი. დააფარეთ მეორე წრე.
  4. გაჭერით და გადაახვიეთ ისე, როგორც ფოტოზეა. მოაყარეთ სიმინდის ფქვილი.
  5. გამოაცხეთ 180 გრადუსზე (ზემოდან წაუსვით კვერცხი) 20 წუთი.
  6. რათა დესერტი მეტად დაიბრაწოს, 200 გრადუსზე გამოაცხეთ 5-7 წუთი.

გემრიელად მიირთვით!